Friday, January 17, 2014

პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალი გვინეა (ინგლ. Papua New Guinea), ოფიციალური სახელი პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთით არის ინდონეზიის პროვინციები პაპუა და დასავლეთი პაპუა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოქცეულია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი პორტ-მორზბი.
პაპუა ახალი გვინეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, აქ დაახლოებით 850 ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომელებიც ჯერ კიდევ ძველ ტრადიციების მიმდევბრები არიან, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 მილიონ ადამიანს. აქ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, პაპუა ახალი გვინეის ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18%.[1] მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მდიდარია ქვეყნის ფლორა და ფაუნა.
ქვეყანაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. 1975 წელს პაპუა ახალი გვინეამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან. ქვეყნის მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II.

No comments:

Post a Comment