Friday, January 17, 2014

ნაურუ

აურუს რესპუბლიკა (გამოითქმის /næˈuː.ɹuː/, ასევე ცნობილია როგორც „სიამოვნების კუნძული“) — კუნძული-რესპუბლიკაა სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა მოსახლეობისა და მიწის ფართობის მიხედვით. ის ასევე ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით), და ერთადერთი ერი მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე.
ნაურუს რუკა
ქვეყნის წარსული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კუნძულის უხვი ფოსფატის საბადოებიდანაა. სუპერფოსფატიგამოიყენება როგორც სასუქი მთელ მსოფლიოში და მისი მთავარი მომწოდებელი ავსტრალიაა. ფოსფატის საბადოების გამოფიტვის შემდეგ ნაურუს მომავალი საკმაოდ ბურუსითაა მოცული. 1990-იან წლებში ნაურუმ სცადა შემოსავლის ახალი წყარო გაეჩინა საკუთარი თავის საგადასახადო სამოთხედ გამოცხადებით, თუმცა ამ წამოწყებას ბოლო 2004წლის ივლისში მოეღო. ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგბული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. „პაციფიური გადაწყვეტის“ პოლიტიკა).
ნაურუს თანამგზავრული ფოტო

დემოგრაფია[რედაქტირება]

ნაურუს მოსახლეობა 12 000 აღემატება, თუმცა ტერიტორიის სიმცირის გამო, ის სიმჭიდროვით 23-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.
ეთნიკური შემადგენლობა %
ნაურუელი58%
სხვა ქვეყნის ოკეანელები26%
ევროპელი8%
ჩინელი8%
ნაურუს ოფიციალური ენა არის ნაურუული, ასევე ინგლისური. საკმაოდ გავრცელებული ენაა ჩინური, 1500-მდე ადამიანის მშობლიური ენაა კირიბატული.

No comments:

Post a Comment