Friday, January 17, 2014

სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულები — ქვეყანა ოკეანეთშიპაპუა ახალი გვინეიდან აღმოსავლეთით, სახელმწიფო შედგება დაახლოებით ათასი კუნძულისგან. სოლომონის კუნძულების ფართობი შეადგენს 28,400 კვადრატულ კილომეტრს. დედაქალაქი, ჰონიარა, მდებარეობს კუნძულ გუადალკანალზე.
სოლომონის კუნძულების ტერიტორიაზე ათასობით წლის წინ, ცხოვრობდნენ მელანეზიელები1893 წელს აქ ჩამოყალიბდა გაერთიენებული სამეფოს პროტექტორატი.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სოლომონის კუნძულებთან იმართებოდა მნიშვნელოვანი ბრძოლები ამერიკელებსა და იაპონელებს შორის, მათგან ყველაზე დიდი ბრძოლა მოხდა 1943 წელს გუადალკანალთან. 1976 წელს სოლომონის კუნძულებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. სახელმწიფოში არის კონსტიტუციური მონარქია, ქვეყნის მმართველად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II ითვლება.
1998 წლიდან ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი, რამაც შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. 2003 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ალან კემაკეზამ დახმარების თხოვნით მიმართა ავსტრალიას. ქვეყანაში ჩავიდნენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ოკეანეთის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალები, სულ დაახლოებით 2,200 პოლიციელი და სამხედრო პირი.

No comments:

Post a Comment