სახელწოდება[რედაქტირება]
- ოფიციალური: ყირგიზეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Кыргызстан; Kyrgyz Respublikasy.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 198.500 კვ.კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90% ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიქ-ქოლი. ქვეყნის უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439 მ.
სახელმწიფო[რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლიდან ყურმანბეკ ბაკიევი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ჟოგორკუ კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).
ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]
ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:
- ქალაქი ბიშკეკი
- ქალაქი ოში
- ბატკენის ოლქი
- ოშის ოლქი
- ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)
- ჯალალაბადის ოლქი
- ნარინის ოლქი
- ტალასის ოლქი
- ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)
დემოგრაფია[რედაქტირება]
- მოსახლეობა - 4.892 ათასი (2003), მათ შორის 52% ყირგიზი, 18% რუსი, 13% უზბეკი, 2,5% უკრაინელი, 2,4% გერმანელი.
- სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).
ეკონომიკა[რედაქტირება]
მიუხედავად დონორების, პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);
უახლესი ისტორია[რედაქტირება]
ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15 წლიანი მმართველობა.
კულტურა[რედაქტირება]
- არქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი «ბურანა» (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).
- ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.
No comments:
Post a Comment