Thursday, January 16, 2014

უზბეკეთი

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ozbekiston Respublikasi.

გეოგრაფია[რედაქტირება]

უზბეკეთის რესპუბლიკა
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ყაზახეთიყირგიზეთიტაჯიკეთიავღანეთითურქმენეთი. ფართობი - 447.400 კვ.კმ. ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი. მთავარი მდინარეებია სირდარია,ამუდარია და ზარაფშანი. აქ მდებარეობს არალის ზღვის სამხრეთი ნაწილი. უზბეკეთი არის ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდან (მეორე ლიხტენშტეინია), რომელსაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი არც უშუალოდ, არც მოსაზღვრე ქვეყნების მხრივ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი (1990 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (viloyat), 1 რესპუბლიკა (respublika – ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა) და 1 ქალაქი (shahar – ტაშკენტი).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ტაშკენტი
უზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია და თუთია, ვოლფრამი, მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია გაზი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (UZS);

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.

კულტურა[რედაქტირება]

  • არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;
  • ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).

No comments:

Post a Comment