Thursday, January 16, 2014

ყაზახეთი

ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახҚазақстан РеспубликасыრუსРеспублика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილიცურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2,727,300 კვადრატულ კილომეტრს რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთიჩინეთიყირგიზეთიუზბეკეთითურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებსტაიგასკანიონებს,გორებსდელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებს და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ყაზახეთის რესპუბლიკა
ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთსჩინეთსყირგიზეთსუზბეკეთს და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2.717.000 კვ.კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილიირტიში და იშიმი, ტბები - არალის,ბალხაშის და ზაისანის.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი (1990 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).
ოლქი/ქალაქიმოსახლ.ფართ.ცენტრი
ასტანა1006.8752 262ასტანა
ალმათი2344.5224 200ალმათი
ბაიკონური2344.559452ბაიკონური
ყიზილორდის ოლქი519.8226 000ყიზილორდა
ალმათის ოლქი519.81 918 109თალდიყორღანი
აკმოლის ოლქი1006.892 000ქოქშეთაუ
აქტობეს ოლქი595.2300 600აქტობე
ატირაუს ოლქი383.5118 600ატირაუ
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი538.4151 300ორალი
ყარაღანდის ოლქი1230.3428 000ყარაღანდა
კოსტანაის ოლქი1309.8225 700კუსტანაი
მანგისთაუს ოლქი276.2156 600აქთაუ
სამხრეთ ყაზახეთის ოლქი1723.1117 300შიმქენთი
პავლოდარის ოლქი880.7124 800პავლოდარი
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი1334.4283 300ოსკემენი
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი1167.9123 200პეტროპავლი
ჟამბილის ოლქი857.7144 300ტარაზი

დემოგრაფია[რედაქტირება]

ყაზახი მამაკაცი ცხენზეით და არწივით

ეკონომიკა[რედაქტირება]

ყაზახეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ნავთობიბუნებრივი აირიქვანახშირირკინის მადანიმანგანუმიქრომინიკელიკობალტისპილენძიმოლიბდენიტყვია,თუთიაბოქსიტებიოქროურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10%-ს, მრეწველობის - 30%-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა - ტენგე (KZT);

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა - ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კვ.კმ ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ს წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

კულტურა[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment