სურინამი, ოფიციალურად სურინამის რესპუბლიკა (ნიდერლ. Republiek Suriname) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სურუნამი ერთ-ერთია იმ ოთხი სამხრეთამერიკული ქვეყნიდან (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის.
სურინამი ადრე ცნობილი იყო როგორც ნიდერლანდების გაიანა, ნიდერლანდების გვიანა ან ჰოლანდიის გვიანა. მდებარეობს საფრანგეთის გვიანისა და გაიანას შორის. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, ხოლო ჩრდილოეთიდან ატლანტის ოკეანე. ქვეყნის საზღვრის სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის გვიანასთან მდინარე მარონზე სადავო ტერიტორიაა. 165,000 კმ² ფართობით, სურინამი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა ფართობისა და მოსახლეობის (560 000) მიხედვით სამხრეთ ამერიკაში. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში, სადაც მდებარეობს დედაქალაქი პარამარიბო. სურინამი ერთადერთი ჰოლანდიურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში. მისი საზღვრების შიგნით ცხოვრობს პროცენტულად ბევრად მეტი მუსლიმი, ვიდრე მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში.
ისტორია[რედაქტირება]
ევროპიდან ამ ტერიტორიების დაზვერვა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაიწყეს ჰოლანდიელმა, ფრანგმა, ესპანელმა და ინგლისელმა მოგზაურებმა. XVII საუკუნეში პირველი ჰოლანდიური და ბრიტანული კოლონიები გაჩნდა მრავალი მდინარის სანაპიროებზე. ყველაზე ადრინდელ დოკუმენტურ მასალაში პირველ კოლინიალისტად მოხსენიებულია ინგლისელი ვინმე მარშალ კრიკი, რომელმაც გააშენა პირველი კოლონია გაიანაში მდინარე სურინამის მახლობლად.
სურინამის კოლონიაცია პირველად დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა, 1667 წელს კი ის ჰოლანდიელებმა აიღეს, რომლებიც მას 1954 წლამდე ჰოლანდიის გაიანის სახელით მართავდნენ. 1975 წლის 25 ნოემბერს სურინამმა ნიდერლანდის სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
No comments:
Post a Comment