Thursday, January 16, 2014

კოლუმბია

კოლუმბია, ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (ესპ. República de Colombia) — უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა[4] და ბრაზილია[5], სამხრეთით — ეკვადორი და პერუ[6], დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში.[2] ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებსქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.
ტერიტორია, რომელზეც ამჟამად კოლუმბია მდებარეობს ერთ დროს ადგილობრივი ხალხებით იყო დასახლებული. მათ შორის იყვნენ მიუსკებიკიმბაია და ტაირონა1499წელს მოვიდნენ ესპანელები და დაიწყო დაპყრობისა და კოლონიზაციის ხანა, რასაც ბოლოს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შექმნა მოჰყვა (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორს, ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიასა და პანამას), რომლის დედაქალაქიც ბოგოტა გახდა.[7] ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1819 წელს გამოცხადდა დიდი კოლუმბიის სახელით, რომელიც 1830 წელს დაიშალა ვენესუელისა და ეკვადორის გასვლის შედეგად. ამჟამინდელი კოლუმბიისა და პანამის ტერიტორია პოლიტიკურ რუკაზე ახალი გრანადის რესპუბლიკის სახელით წარსდგა. ახალი სახელმწიფო ფედერალიზმის გზას დაადგა 1858 წელს გრანადის კონფედერაციის გამოცხადებით, 1863 წელს კი მას კოლუმბიის შეერთებული შტატები ეწოდა, სანამ 1886 წელს საბოლოოდ არ გამოცხადდა კოლუმბიის რესპუბლიკა.[8] 1903წელს მას პანამა გამოეყო. კოლუმბია პირველი სახელმწიფო იყო სამხრეთ ამერიკაში კონსტიტუციური მმართველობის ფორმით. ასევე, მას დიდი წვლილი მიუძღვის პან-ამერიკული ორგანიზაციების დაარსება-ხელშეწყობაში, თავდაპირველად ეს იყო პანამის კონგრესი, მოგვიანებით კი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია1848 და 1849წლებში დაარსდა ლიბერალური და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც დღემდე მოქმედ ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ პარტიებად ითვლება ამერიკაში.
კოლუმბია ეთნიკურად მრავალფეროვანია. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, ესპანელი კოლონისტების, აფრიკიდან მოყვანილი მონებისა და მეოცე საუკუნეში ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრირებულთა შთამომავლების ურთიერთმოქმედების შედეგად მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა წარმოიქმნა.[9]ამაზე გავლენა იქონია კოლუმბიის მრავალფერმა გეოგრაფიამაც. ურბანულ ცენტრთა უმრავლესობა განლაგებულია ანდების მაღალმთიანეთში. კოლუმბიის ტერიტორია ასევე მოიცავს ამაზონის წვიმის ტყეებს, ტროპიკულ სავანებსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით, კოლუმბია მსოფლიოს 17 მეგამრავალფეროვან ქვეყნის რიცხვში შედის და მიიჩნევა ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყნად კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით.[10][11]
დაძაბულობები პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირად გადაზრდილა ძალადობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასდღიანი ომი (1899–1902) და 1948 წელს დაწყებული ლა-ვიოლენსია. 1960–იან წლებში სამთავრობო ძალები, მემარცხენე ფრთის ამბოხებულები და მემარჯვენე შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტში (დღემდე გრძელდება) ჩაერთვნენ.[12] კოკაინით ვაჭრობის მიზებით დაწყებულმა ამ კონფლიქტმა დრამატული ხასიათი 1980–იან წლებში მიიღო. 2010 წლიდან ძალადობა შემცირდა; სამშვიდობო პროცესების შედეგად დაიშალა ზოგიერთი შეიარაღებული ფორიმრება, პარტიზანული ომები კი უმრავლეს ადგილში შეწყდა.[8] ამასობაში, 2002–2006 განახევრდა კოლუმბიაში მკვლელობების მაჩვენებელი.[13] უმკაცრესი პოლიტიკის[14] წყალობით, 2012 წლის ივნისისთვის, მსოფლიოში კოკაინის უდიდეს მწარმოებელთა სიაში კოლუმბიამ მეორე–მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში იგი ამ სიის სათავეში იდგა; თუმცა ზოგიერთი წყარო მას კვლავ ამ სიის სათავეში მოიაზრებს.[15][16] კოლუმბიის ნარკოტიკების უდიდეს მომხმარებლად დღემდე რჩებაამერიკის შეერთებული შტატები, 150–160 ტონა წელიწადში.[17]

სექციების სია

  [ჩვენება

ეტომოლოგია[რედაქტირება]

სახელი „კოლუმბია“ ქრისტეფორე კოლუმბიდან მომდინარეობს. თავდაპირველად ეს სახელი ვენესუელელ რევოლუციონერს — ფრანსისკო დე მირანდას მოუვიდა აზრად, მაგრამ იგი მის დარქმევას მთელი ახალი სამყაროსთვის, განსაკუთრებით ესპანელთა და პორტუგალიელთა ბატონობის ქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის მოიაზრებდა. მოგვიანებით ეს სახელი შემოიღო დიდი კოლუმბიის რესპუბლიკამ (1819 წელს),[18] რომელიც ძველ, ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს ტერიტორიაზე შეიქმნა. კოლუმბიის ხელისუფლება ამჟამად ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებად კოლუმბიის რესპუბლიკას იყენებს.

ისტორია[რედაქტირება]

დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან მოიპოვა 1819 წელს, მაგრამ ქვეყანას ამან მშვიდობა ვერ მოუტანა. 1899-1902 და 1948-1958 წლების დიდი პოლიტიკური წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა. 80-იანი წლებიდან მთავრობა დაუპირისპირდა მაფიოზურ კლანებს, რომლებიც ნარკოტიკების არალეგალური ექსპორტითაა დაკავებული.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : კოლუმბიის გეოგრაფია.
Colombia-CIA WFB Map KA.png
კოლუმბიას, ისევე როგორც ჩილეს, ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. ასევე ესაზღვრება 5 ქვეყანა: ვენესუელა და ბრაზილია აღმოსავლეთიდან,პანამა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან,ხოლო პერუ და ეკვადორი სამხრეთიდან.
ფართობი: 1 141 748 კმ².
კოლუმბიას დასავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთ–დასავლეთიდან კარიბის ზღვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდები, რომელსაც კვეთავს მდინარეები: მაგდალენაკაუკა და სხვა. აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანეთი, რომელიც დასერილია ამაზონის შენაკადებით.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი(2010 წლის აგვისტოდან)
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (102+166 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 14 ოლქი (departamento).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, ნიკელიოქროსპილენძი, ჰიდროენერგია.
  • ეროვნ. პროდუქტი - 87 მლრდ $.
  • ექსპორტი : ყავა, მარგალიტები, ნავთობი, ქვანახშირი, ყვავილები.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1.830 $.
  • ვალუტა : კოლუმბიური პესო (COP).

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ბოგოტა - ეროვნული და ოქროს მუზეუმები;
  • კალი - ტაძარი და მონასტერი (XVII ს.);
  • კარტახენა - ესპანური ციხე-სიმაგრე (XVI ს.);
  • სანტა კრუსის ისტორიული ცენტრი, ლოს კატიოს ეროვნული პარკი.

ცნობილი კოლუმბიელები[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment