ჩრდილოეთი კორეა, ოფიციალურად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (კორ. 조선민주주의인민공화국), ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, უკავია კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ფხენიანი. კორეის დემილიტარიზებული ზონა წარმოადგენს ბუფერულ ზონასჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. მდინარეებზე ილუცზიანსა და ტუმენზე გადის საზღვარი ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.
სექციების სია
[ჩვენება]სახელწოდება[რედაქტირება]
- ოფიციალური: კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა.
- კორეული: Choson Minjujui Inmin Konghwaguk.
- ეტიმოლოგია: ევროპულ ენებზე - Korea; წარმოდგება შუა საუკუნეების (935-1392) კორეული სახელმწიფოსაგან, რომელსაც გორიეოს დინასტია მართავდა. კორეულად - Choson ან Hangeuk. პირველი მათგანი ნიშნავს „დილის სილამაზის ქვეყანას“, ხოლო მეორე - „კორეელების ქვეყანას“. ლის დინასტიის გამეფების შემდეგ ეწოდა Taehan.
- ქვეყნის კოდი: KP.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. უკავია კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყანაა სამხრეთი კორეა.
- ფართობი: 120.500 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბაიტოუ შანი 2.744; მდინარე (კმ) - იალუ ძიანი 791; ტბა - სუპუნგ-ჰო; კუნძული - სინმი; კლიმატი - ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ტყვია, ვოლფრამი, თუთია, გრაფიტი, მაგნეზიტი, რკინის მადანი, სპილენძი, ოქრო, პირიტი, მარილი, ჰიდროენერგია.
სახელმწიფო[რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა: სახალხო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი მარშალი კიმ ჩენ ინი (2011 წლიდან კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ)
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (687 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 9 პროვინცია (do) და 4 ქალაქი (si).
დემოგრაფია[რედაქტირება]
- მოსახლეობა: 22.466 ათასი (2003), მათ შორის 99,8% - კორეელები, 20,000 – ჩინელები.
- ენები: კორეული.
- რელიგია: ათეიზმი.
- ქალაქები (ათ.) : ფხენიანი (2.768; აგლომ. 3.222), ჰამჰუნგი (832), ჩონგძინი (685), ნამპო (665).
ეკონომიკა[რედაქტირება]
- ექსპორტი: ქვანახშირი, რკინა, სპილენძი.
- ვალუტა: ჩრდილოეთკორეული ვონი (KPW).
ისტორია[რედაქტირება]
ჩამოყალიბდა საბჭოთა ზონის საფუძველზე 38-ე პარალელის ჩრდილოეთით იაპონიის დამარცხების შემდეგ (1948). ჩრდილოეთ კორეის უახლესი ისტორიის მთავარი ფიგურა იყო „დიდი ბელადი“ კიმ ირ სენი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე განსაზღვრავდა ქვეყნის პოლიტიკას. 1951 წელს შეიჭრა სამხრეთ კორეაში შეერთების საბაბით, რამაც გამოიწვია სამწლიანი ომი. - შეიქმნა დემილიტარიზებული ბუფერული ზონა გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ჩრდილოეთ კორეა არ ცნობს ამ ზონის არსებობას და პერიოდულად აქვს მცდელობები ორი კორეის გაერთიანებისა სამხედრო გზით. 1991 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კიმ დე ჯუნის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ „დათბობის პერიოდი“ დადგა.
No comments:
Post a Comment