Wednesday, January 15, 2014

უნგრეთი

უნგრეთი (უნგრ. Magyarország) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში.[1] მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი დახორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირისNATO-ს,OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი, როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას. [2]

სექციების სია

  [ჩვენება

გეოგრაფია[რედაქტირება]

Hungary-CIA WFB Map.png
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრიასლოვაკეთიუკრაინარუმინეთი,სერბეთიხორვატიასლოვენია.
  • ფართობი - 93.030 კვ.კმ.
  • ბუნებაუდიდესი ტბა - ბალატონიუდიდესი მდინარეები - დუნაიტისა და დრავაგეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1,015 მ).

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ლასლო შოლიომი.
  • მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.280 $.
  • ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
  • ვალუტა - ფორინტი (HUF).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

უნგრეთი რუბიკის კუბის სამშობლოა
უნგრეთი დაყოფილია 7 რეგიონად, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია მედიებად (ოლქი). მედიების რაოდენობა ცხრამეტს შეადგენს. თითოეულ მედიას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დასახელება როგორც წესი არ ემთხვევა მედიის დასახელებას.

ისტორია[რედაქტირება]

მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმაშეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.

No comments:

Post a Comment