Wednesday, January 15, 2014

შვეიცარია

შვეიცარია (გერმ. die Schweizფრანგla SuisseიტალSvizzeraრეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica,გერმ. Schweizerische EidgenossenschaftფრანგConfédération suisseიტალConfederazione Svizzera) არის დასავლეთ ევროპაში მდებარე ფედერაციული რესპუბლიკა. დედაქალაქი — ბერნი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიცშვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა 16-19 საუკუნეებში[3], რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“) და ერთრთ იმ კანტონს ეწოდება, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ტოპონიმი პირველად 972 წელს ზემო ძველგერმანულ ენაში მოიხსენიება როგორც Suittes რაც ნიშნავს ადგილს რომელიც უნდა დაიწვას და შეესაბამება ტყის მასივს რომელიც გადაიწვა მშენებლობებისთვის.[4] სახელი შემდგომში მთელს კანტონზე განივრცო, ხოლო 1499 წელს შვაბიური ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაცია ეწოდა.[5][6]
ახალი ლათინური სახელწოდება, Confederatio Helvetica1848 წელს შვეიცარიის როგორც ფედერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოიქმნა, ეს დასახელება ნაპოლეონური ჰელვეციის რესპუბლიკიდან მოდიოდა. დსახელება გამოსახული ფედერალურ სასახლეზე და ოფიციალურ გერბზე გამოიყენებოდა 1902 წლამდე და 1948წლის შემდეგ.[7] ჰელვეცია ჰელვეტების გალური ტომისგან მომდინარეობს, რომლების შვეიცარიის ზეგანზე რომაულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ. ჰელვეციაშვეიცარიელებისთვის წარმოადგენს ეროვნული პერსონიფიკაციას, ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.
შვეიცარია

დედაქალაქი[რედაქტირება]

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt (გერმ. ფედერალური ქალაქი), და არაBundeshauptstadt (გერმ. ფედერალური დედაქალაქი). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტოდედაქალაქად.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთიგერმანია,ავსტრიალიხტენშტაინიიტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.

სახელმწიფო[რედაქტირება]

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5% გერმანო-შვეიცარიელები, 17,1% ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4% იტალიელები, 3,4% იტალო-შვეიცარიელები, 2,5%გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65%), ფრანგული (18%), იტალიური (12%) და რეტორომანული (1%). რელიგია - კათოლიციზმი (50%), პროტესტანტობა(48%). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).

ეკონომიკა[რედაქტირება]

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40.630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).

ისტორია[რედაქტირება]

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

No comments:

Post a Comment