Wednesday, January 15, 2014

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთიČesko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს.
ჩეხეთი პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Čechy; Česká republika.
  • ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომებისბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Czech Republic-CIA WFB Map KA.png
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთისლოვაკეთიავსტრიაგერმანია. ფართობი - 78 866 კმ².

სახელმწიფო[რედაქტირება]


დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება

ისტორია[რედაქტირება]

1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ —ჩეხეთის რესპუბლიკად დასლოვაკეთის რესპუბლიკად2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი1999 წელს ქვეყანა ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბისა და უმუშევრობის დონე და დაბალია განათლების დონე.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

კარლის ხიდი
  • პრაღა — ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის სასახლე (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
  • ბრნო — წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
  • პლზენი — წმინდა ბართლომეს ეკლესია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
  • ჩესკი-კრუმლოვი — ისტორიული ცენტრი;
  • კუტნა-ჰორა — შუა საუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
  • ტელჩი — ძველი ქალაქი .

ცნობილი ჩეხები[რედაქტირება]

ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდისფრანც კაფკასვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.

კულტურა[რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება]

მუსიკა ჩეხეთის რესპიბლიკაში უკვე 1 000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის მე-10 საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.

თეატრი[რედაქტირება]

ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. მე-19 საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც მე-20 საუკუნეში გახდა მოდერნიზირებული ევრობული თეატრის ნაწილი.

სპორტი[რედაქტირება]

სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადრება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთიფრენბურთიხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპონობის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.
სპორტი ერთერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ივენთის დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.ჩ

No comments:

Post a Comment