Thursday, January 16, 2014

ომანი

ომანი (არაბ. عُمان) სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაშიარაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება:საუდის არაბეთიემირატები და იემენი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

  • ბუნება: ომანის სამხრეთი ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ჩრდილოეთით შეჭრილ-შემოჭრილი. ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ აღმართულია ომანის მთები, რომლის ჩრდილოეთ მთისწინეთში ელ-ბატინის ვიწრო სანაპირო დაბლობია. ომანის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-ელ-ხალის ქვიშიანი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეს, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი - დოფარის პლატოს.
  • სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სპილენძის მადანი.
  • კლიმატი: ჰავა ტროპიკულია, ქვეყნის უმეტეს ნაწილში - უდაბნოს ტიპის. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +18 - +25Coზაფხულში +30 - +35Co. ნალექები 150მმ-მდე წელიწადში.

ისტორია[რედაქტირება]

VII - XI სს. ომანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1515-60 წწ. ომანის სანაპირო ზოლი და გამაგრებული პუნქტები პორტუგალიას ემორჩილებოდა. 1737-44 წწ. ომანის სანაპირო რაიონები ირანმა დაიპყრო. XIII საუკუნის II ნახევარში ომანი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, შემდეგ - ცენტრალური არაბეთის ვაჰაბიტ გამგებლებს შორის ბრძოლის ობიექტი გახდა.

No comments:

Post a Comment