Thursday, January 16, 2014

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة‎‎), შემოკლებით ემირატები — მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთიკატარი და ომანი. ემირატები დაარსებულ იქნა 1972 წლის 2 დეკემბერს როდესაც ბრიტანეთის პროტექტორატი დამთავრდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური : არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ეროვნული : الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)

გეოგრაფია[რედაქტირება]

ხედი სატელიტიდან
  • ფართობი : 83.600 კმ².
  • უმაღლესი წერტილი : ჰაჯარის მთები
  • ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხობრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
  • კლიმატი : ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
  • აბუ დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
მაქსიმალური24 °C25 °C29 °C34 °C38 °C40 °C41 °C42 °C40 °C36 °C30 °C26 °C
მინიმალური14 °C15 °C17 °C21 °C24 °C26 °C29 °C30 °C27 °C23 °C19 °C16 °C

სახელმწიფო[რედაქტირება]

ფედერაციული ინსტიტუტები
უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-ზაბის შეიხეის ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაის და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ემირატების ყველა საამიროში მოქმედებს აგრეთვე ისლამური სამართალი.
7 საამირო და მათი მმართველები

დემოგრაფია[რედაქტირება]

დუბაი
უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)
მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. ემირატებში ბევრია სამუშაოდ ჩასული უცხოელი. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც გადააქცია ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და გაზია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება. (1969 წ.) დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივარ არ არის ინფლაცია.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5%. სოფლის მეურნეობა აკმაყოფილებს კვების პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს. ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი. იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები. სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, ა.შ.შ. იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30%) და სამხრეთ კორეა.

No comments:

Post a Comment