იემენი (არაბ. اليمن, ალ-იამან), ოფიციალურად იემენის რესპუბლიკა (არაბ. الجمهوريّة اليمنية, ალ-ჯუმჰურიიია ალ-იამანიიია) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობსარაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით. არის ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. ესაზღვრება ომანსა და საუდის არაბეთს. ასევე აქვს გასავლელი წითელსა და არაბეთის ზღვებში.
აზიის ამ ულამაზეს მხარეში ტურისტების მიზიდვის მთავარი წყარო დედაქალაქში გამეფებული ღამის ცხოვრებაა. მის დედაქალაქ სანას უწოდებენ ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს. იქ სანახავი და დასათვალიერებელი მართლაც რომ ბევრია.
სანაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის ასობით უძველესი სამლოცველოს სანახავად. მათი უმრავლესობა ძირითადად ევროპისა და აზიის ქვეყნებიდანაა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვა შორეული კუთხეებიდან მოფრინავენ საოცრების დასათვალიერებლად.
სექციების სია
[ჩვენება]კლიმატი[რედაქტირება]
იემენის კლიმატი განსაკუთრებით თბილი და მშრალია. ქვეყანას ესაზღვრება წითელი ზღვა, აქედან გამომდინარე, მასზე ძირითადად ზღვის ჰაერი ვრცელდება. საკურორტო სეზონი იემენში მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. ზაფხული ხშირ შემთხვევაში ცხელი და აუტანელია, ამ დროს მინიმალური ტემპერატურა 40 გრადუსი მაინცაა, ხოლო ზამთარი შედარებით გრილია, თუმცა 32 გრადუსზე დაბდა ტემპერატურა იშვიათად ეცემა.
წვიმები უფრო მთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ყოველგვარი ტემპერატურული ცვლილებების გარეშე.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

2004 წლის თებერვლის მიხედვით, იემენის ტერიტორია იყოფა საგუბერნატოროებად (მუჰაფაზა) და ერთ მუნიციპალიტეტად.[1] საგუბერნატორებს შორის მოსახლეობით ყველაზე დიდა ტაიზი, 2,513,003 მცხოვრებლით.
სახელი | დედაქალაქი | მოსახლეობა 2004 აღწერა [2] | მოსახლეობა 2006 აღწერა.[3] | ნომერი |
---|---|---|---|---|
ადენი | ადენი | 589,419 | 634,710 | 1 |
ამრანი | ამრანი | 877,786 | 909,992 | 2 |
აბიანი | ზინჯიბარი | 433,819 | 454,535 | 3 |
ელ-დალი | 470,564 | 504,533 | 4 | |
ელ-ბეიდა | ელ-ბეიდა | 577,369 | 605,303 | 5 |
ჰოდეიდა | ჰოდეიდა | 2,157,552 | 2,300,179 | 6 |
ელ-ჯაუფი | ელ-ჯაუფი | 443,797 | 465,737 | 7 |
ელ-მაჰრა | ელ-გაიჰდა | 88,594 | 96,768 | 8 |
ელ-მაჰვიტი | ელ-მაჰვიტი | 494,557 | 523,236 | 9 |
სანა | სანა | 1,747,834 | 1,947,139 | 10 |
დამარი | დამარი | 1,330,108 | 1,412,142 | 11 |
ჰადრამაუტი | ელ-მუკალა | 1,028,556 | 1,092,967 | 12 |
ჰაჯა | ჰაჯა | 1,479,568 | 1,570,872 | 13 |
იბი | იბი | 2,131,861 | 2,238,537 | 14 |
ლაჰიჯი | ლაჰჯი | 722,694 | 761,160 | 15 |
მარიბი | მარიბი | 238,522 | 251,668 | 16 |
რაიმა | 394,448 | 418,659 | 17 | |
საადა | საადა | 695,033 | 746,957 | 18 |
სანა | სანა | 919,215 | 957,798 | 19 |
შაბვა | ატაქი | 470,440 | 494,638 | 20 |
ტაიზი | ტაიზი | 2,393,425 | 2,513,003 | 21 |
საგუბერნატოროები ასევე იყოფიან ოლქებად, იემენში 333 ოლქია (muderiah). 2001 წლის მიხედვით იემენში არის 38,284 სოფელი .
1990 წელს, იემენის გაერთიანების შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთი იემენის ტერიტორიებიც.
ეკონომიკა[რედაქტირება]

ფული[რედაქტირება]
იემენის ეროვნული ვალუტა რიალია. 1 ამერიკული დოლარი 199.150 რიალის ეკვივალენტია. ამერიკული დოლარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაზე არცერთ რეგიონში პრობლემა არ იქმნება. უფრო მეტიც, მაღალი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში გადახდა დოლარებში ხდება.
ტრანსპორტი[რედაქტირება]
იემენი სამხრეთ–დასავლეთ აზიაში მდებარეობს და იქ მოხვედრა ძნელი არაა. ქვეყანაში 17 აეროპორტია, საერთაშორისო კი დედაქალაქ სანაში მდებარეობს. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტიტენტების მცხოვრებნი სარგებლობენ.
იემენში გაცილებით იაფად და კომფორტულად ავტობუსით ან გემით ჩასვლაა შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნებიდან იემენის მიმართულებით ყოველდღე გადიან ავტობუსები. სამწუხაროდ, ქვეყანაში საერთოდ არ არის სარკინიგზო სისტემა. ნებისმიერ ქალაქში პორტია განთავსებული, გემით მგზავრობა კი ერთგვარი კრუიზია.
რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ეს ნამდვილად არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი და დანგრეული გზებია. ამ თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურ ტრანსპორტს მანქანა წარმოადგენს. მანქანის დაქირავება სპეციალურ სააგენტოშია შესაძლებელი.
ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ დანგრეული გზების გამო. გადაადგილებას დიდ დროს ანდომებს ქალაქებს შორის გადასაადგილებლად მოსახერხებელია ე.წ შეარდ ტაქსები, რომლის დაქირავება რამდენიმე კაცს ერთად შეუძლიათ.
დემოგრაფია[რედაქტირება]

რელიგია[რედაქტირება]
იემენი ისლამური ქვეყანაა. ამგვარად სახელმწიფო რელიგიად ისლამია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება არაა, მიუხედავად იმისა, იქ 3 ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს.
ენა[რედაქტირება]
არაბული იემენის ოფიციალური ენაა. იქაური არაბული ენა დიალექტების სიმრავლით გამოირჩევა. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნებისმიერ უცხო ენაზე.
კულინარია[რედაქტირება]
იემენის ტრადიციული კერძები ცხვრის ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. ისლამურ ქვეყანაში ღორის ხორცს საერთოდ არ მიირთმევენ. ეროვნულ სამზარეულოზე მეზობელი ქვეყნების გავლენა აშკარაა. საშუალო დონის რესტორნებში 30–40 დოლარად კარგად დანაყრდებით. ისევე, როგორც ადგილობრივებში, ტურისტებშიც ნაციონალური კერძებიდან პირველობას არ თმობს სალტა – ძროხის ხორცისა და ბოსტნეული სოუსი. იემენი ცნობილია თაფლის მოყვარული ხალხით. ყოველ მეორე ადგილობრივს საკუთარი ფუტკრები ჰყავს. ტრადიციული კერძებიდან ასევე აღსანიშნავია ჰამილი – ჩაშუშული ცხვრის ხორცი და კაბსა – ცხვრის ხორციბრინჯით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები ცხვრისა და ქათმის ხორცს უფრო მიირთმევენ, ვიდრე ძროხისას ან ხბოსი, შეიძლება იმიტომ, რომ ორივე საკმაოდ ძვირია. სასმელებიდან პირველ ადგილზეა რძიანი ჩაი.ალკოჰოლზე შეზღუდვაა და მხოლოდ მაღალი დონის რესტორნებში შეიძლება მისი დალევა.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]
იემენი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. სანა ისტორიული დედაქალაქია, ამავდროულად ის თანამედროვე ქალაქიცაა. მის მთავარ ღირსშესანიშნაობად მე–17 საუკუნითდათარიღებული ციხესიმაგრე წარმოადგენს. ასევე კარგი სანახავია ეროვნული მუზეუმი. სანა გარშემორტყმულია მთებით. დედაქალაქის სრულყოფილად დასათვალიერებლად 3 დღე მაინცაა საჭირო. სანას დასავლეთით, მთის წვერზე, გაშენებულია სოფელი კავკაბენი. ერთი შეხედვით, ეს სოფელი ჩიტის ბუდეს წააგავს. წითელის ზღვის ყველაზე პოპულარული კურორტი ქალაქი ადენია. იქ ყველაზე მშრალი და მზიანი კლიმატია. მშვენიერი თეთრი პლაჟების პარალელურად ტურისტების ყურადღებას ულამაზესი ფაუნაიქცევს. ტურისტების მომსახურებაში შედის საექსკურსიო კატერები, წყალქვეშა ნავი და აკვალანგებით ყვინთვა ინსტრუქტორთან ერთად. ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონდე ადამიანისთვის მოიძებნება სასტუმროები. მათი ფასი 25 დოლარიდან იწყება.
No comments:
Post a Comment