ურუგვაი ოფიციალურად აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა[5] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა.
ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[1] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[1] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.
1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისშიესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[6] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.
სექციების სია
[ჩვენება]ეტიმოლოგია[რედაქტირება]
ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, თუმცა გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.[7]
გეოგრაფია[რედაქტირება]

ურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²–ს შეადგენს.
საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა კათედრალი (Cerro Catedral) 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.
კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24°C, ივლისისა 10—12°C. სამხრეთის ქარების "პამპერო"-ს ქროლვის დროს კი ტემპერატურა ეცემა −5 °C-მდე, მოდის თოვლიც.
ატმოსფერული ნალექები 1000 მმ შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.
სახელმწიფო[რედაქტირება]
ურუგვაი მმართველობის მიხედვით რესპუბლიკაა. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით (დაუშვებელია მიყოლებით, მეორე ვადით არჩევა). ამჟამად ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა (2010 წლის მარტიდან).
No comments:
Post a Comment