Thursday, January 16, 2014

არგენტინა

არგენტინა ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა (ესპ. República Argentina) — სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანა, კონსტიტუციური მოწყობით წარმოადენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23 პროვინციითა და ბუენოს-აირესის ავტონომიური ოლქით. არგენტინამსოფლიოში სიდიდით მერვე ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე დიდია ესპანურენოვან ქვეყნებს შორის.
არგენტინის ტერიტორია მოქცეულია დასავლეთიდან ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორის. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება პარაგვაი და ბოლივია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით - ჩილე. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი 1961 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნისსუვერენიტეტის გავრცელებას. არგენტინას ასევე აქვს პრეტენზია ფოლკლენდის კუნძულებსა (ესპ. Islas Malvinas) და სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს წარმოადგენს.
არგენტინა არის როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის (20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა) წევრი, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
  • ესპანური: República Argentina.
  • ეტიმოლოგია1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum - „ვერცხლი“.
  • ქვეყნის კოდი: AR.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : არგენტინის გეოგრაფია.
Ka Argentina-CIA WFB Map.png
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილიაურუგვაიპარაგვაიბოლივიაჩილეფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.

სახელმწიფო[რედაქტირება]

არგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიისფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი.
  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი (2007 წლის 10 დეკემბრიდან).
  • საკანონმდებლო ორგანოორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია “ცეცხლოვანი მიწა”.

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : არგენტინის დემოგრაფია.

ეკონომიკა[რედაქტირება]

არგენტინა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებით და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.
  • ეროვნული პროდუქტიმოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
  • ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
  • ვალუტაარგენტინული პესო (ARS).

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება]

არგენტინის ჯარის თვითდანიშნულებაა დამოუკიდებელი გაერთიანებული ტერიტორიის თავისუფლების დაცვა. იგი შედგება სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

ისტორია[რედაქტირება]

არგენტინამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1816 წლის 9 ივლისს.
  • XX ს.: 1946-55 და 1973-74 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო ხუან პერონი1976 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. 1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. 1990 წელს აღდგენილ იქნა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან.
  • XXI ს.: 2003 წელს გაუქმებულ იქნა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

იგუასუ
არგენტინელებმა მსოფლიოს მისცეს ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში“, როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.

კულტურა[რედაქტირება]

არგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : არგენტინის ტურიზმი.
ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც პირველ რიგში ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.
2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესისმინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[3] [4][5] [6]

ცნობილი არგენტინელები[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment