Thursday, January 16, 2014

პარაგვაი

პარაგვაი , ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del ParaguayგუარანიTetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში.სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინააღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.[5]
XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხისახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისადა პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60%-70% და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს, პარაგვაიმარგენტინასთანბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.
2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური დაგუარანი. მოსახლეობის 92% საუბრობს ესპანურად, 98% კი გუარანზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ.[6] 2011 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4% შეადგინა.[7]

სექციების სია

  [ჩვენება

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

მდინარე პარაგვაის სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს გუარანის სიტყვებიდან: para რაცნიშნავს „მრავალფეროვანს“ და gua — „მდინარისეულს“.
თუმცა, არ არსებობს სახელ პარაგვაის წარმოშობის რაიმე საბოლოო ახსნა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : პარაგვაის გეოგრაფია.
Paraguay-map KA.png
მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრებაბრაზილია, სამხრეთ–აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილოეთ–დასავლეთიდან კი ბოლივია.
ქვეყნის საერთო ფართობია 406 752 კმ².
მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %–ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო.
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (45+80 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 17 დეპარტამენტი (departamento) და ფედერალური ოლქი (distrito federal).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

1811 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისაგან1865-70 არგენტინასთანბრაზილიასთან და ურუგვაისთან ომის შედეგად ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა. ნაწილი ტერიტორიისა დაიბრუნა ბოლივიასთან ომში (1932-35). 1940 წლიდან პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ხშირად იცვლიდა პრეზიდენტებს. პირველი თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები 1993 წელს ჩატარდა.

No comments:

Post a Comment