Sunday, January 19, 2014

Nissan Motors

ნისანი — იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია; დაარსდა 1933 წელს. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა იაპონიაში, რომელმაც ავტომობილების მასიური გამოშვება დაიწყო. მაშინდელი სახელწოდება DAT იყო კომპანიის მფლობელთა გვარების აკრონომი (Den, Aoyama, Takeuchi.)
1933 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა ნისანი Motor Co. ნისანი უშვებდა თვითმფრინავებსა და ტვირთმზიდებს იაპონური არმიისთვის.
1958 წელს პირველი Datsun ჩადის აშშ-ში. ეს იყო მძიმე ავტომობილი 48 ცხენის ძალითა და 12000cc ძრავით.
1959 წელს პირველი ფიქაფი გაიყიდა ამერიკაში. მომდევნო წლებში ნისანმა შეიქმნა სერიოზული რეპუტაცია როგორც იაპონიაში, ასევე აშშ-ში.
1960 წელს NMC დაარსდა კალიფორნიაში. ამავე წელს შეიქმნა Datsun-ის პირველი სპორტული მოდელი SPL 210, რომელშიც შემდგომში ჩაიდო 85hp-იანი ძრავი. 1962 წელს გამოსული datsun bluebird იყო 3 - სიჩქარიანი ავტომობილი, რომელიც გათვლილი იყო ამერიკის კონტიგენტზე. ამავე წელს მოხდა სერიოზული გარდატეხა ნისანის ისტორიაში, რაც Patrol-ის გამოშვებამ განაპირობა. ეს იყო ოთხწამყვანთვლიანი მანქანა, რომელსაც ჰქონდა 6 ცილინდრი, 145-hp და 4000cc ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა საკმარის თორქს, „ხეებზე ასასვლელად“, როგორც მაშინდელი შემფასებლები ახასიათებდნენ. 1966 წელს NMEX-მა (NIssan Mexicana) შექმნა თავისი პირველი ავტომობილი

No comments:

Post a Comment