Sunday, January 19, 2014

Mercedes-Benz

მერსედეს-ბენცი (ინგლ. Mercedes-Benz) — გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია.

ისტორია[რედაქტირება]

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.
ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა.
1888 ემილ ელენიკი ფსევდონიმით „მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის პატივსაცემად, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის „მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო. 1900 წელს ელინეკმა „დაიმლერ - ძრავების საზოგადოებასთან” მიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი „მერსედეს-დაიმლერი” დაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა „მერსედესი”, როგორც პროდუქტის სახელი გამოყენებული. იმავდროულად ელენიკი დაიმლერის დისტრიბუტორი ხდება და უკვეთავს მას 36 ცალ ავტომობილს, საერთო თანხით 550.001 მარკა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევრო), მოგვიანებით იგი დაიმლერს უკვეთავს დამატებით კიდევ 36 ცალ ავტომობილს, რომლებიც 8 ცხენის ძალიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი.
ამის შემდეგ, 1901 წლიდან, „მერსედეს-ავტომობილები” (უკვე ეს სახელი არამხოლოდ მძღოლისთვის, არამედ უშუალოდ მანქანების სახელად გამოიყენებოდა) წარმატებით მონაწილეობდნენ ნიცაში გამართულ ავტორბოლებში, რამაც გაცილებით ფართო მასშტაბებზე გაშალა მერსედესის ცნობადობის ფაქტორი. საბოლოოდ დაიმლერ - ძრავების კორპორაციამ 1902 წელს ბრენდის სახელწოდებაზე - „მერსედესი” საავტორო უფლებები დაიცვა. ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ვარსკვლავის რეგისტრაცია კი 1909 წელს მოხდა.
1926 წელს „დოიჩე-ბანკის” შუამავლობით „დაიმლერ- ძრავების საზოგადოება” და მისი კონკურენტი „ბენცი და კომპანია” შეერთდა, რის შედეგადაც შეიქმნა „დაიმლერ-ბენცის ავტოკორპორაცია”, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება „მერსედეს-ბენცის” როგორც ბრენდის სახელწოდების წარმოშობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო.
22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელსაწარმოში ჩადო. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად.
1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდა) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით.
ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს „Motorwagen”-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი ველო. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა.
დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც დაინტერესებულ მნახველს შეუძლია იხილოს მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით - ,,Motorwagen”-ით და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil”-ით.

მოდელები[რედაქტირება]

მოდელი / ძრავიგამოშვების პერიოდისიმძლავრე ჳვ (ცძ)
ლიმუზინი (W124)
200 D1985-199353 (72), ab 2/1989 55 (75)
E 250 Diesel1993-199683 (113)
250 D Turbo1988-199393 (126)
E 250 Turbodiesel1993-199593 (126)
300 D1985-199380 (109), ab 2/89 83 (113), mit KAT 81 (110)
E 300 Diesel1993-1995100 (136)
300 D 4MATIC1987-199180 (109), ab 2/89 83 (113), mit KAT 81 (110)
300 D Turbo1986-1993105 (143), ab 9/88 108 (147)
E 300 Turbodiesel1993-1995108 (147)
300 D Turbo 4MATIC1988-1993105 (143), ab 9/88 108 (147)
E 300 Turbodiesel 4MATIC1993-1995108 (147)
2001985-199080 (109), mit KAT 77 (105)
200 E1985-199390 (122), ab 9/89 87 (118), ab 9/92 mit 100 (136)
E 2001993-1995100 (136)
230 E1985-1992100 (136), ab 9/89 97 (132)
220 E1992-1993110 (150)
E 2201993-1996110 (150)
260 E1985-1992125 (170), ab 9/85 122 (166), mit KAT 118 (160)
260 E 4MATIC1987-1991122 (166), mit KAT 118 (160)
280 E1992-1993145 (197)
E 2801993-1995142 (193)
300 E1985-1992140 (190), ab 9/85 138 (188), mit KAT 132 (180)
300 E 4MATIC1987-1993138 (188), mit KAT 132 (180)
E 300 4MATIC1993-1995132 (180)
300 E-241989-1992162 (220)
320 E1992-1993162 (220)
E 3201993-1995162 (220)
400 E1991-1993205 (279)
E 4201993-1995205 (279)
500 E1991-1993240 (326)
E 5001993-1995235 (320)
E 60 AMG1993-1994280 (381)
დაგრძელებული (V124)
250 D Lang1990-199369 (94), mit KAT 66 (90)
E 250 Diesel Lang1993-199483 (113)
260 E Lang1990-1992118 (160)
280 E Lang1992-1993145 (197)
E 280 Lang1993-1994142 (193)
T-მოდელი (კომბი) (W124 T)
200 TD1984-199553 (72), ab 2/89 55 (75)
250 TD1984-199366 (90), ab 2/89 69 (94), mit KAT 66 (90)
E 250 Diesel1993-199683 (113)
250 TD Turbo1988-199593 (126)
E 250 Turbodiesel1993-199693 (126)
300 TD1984-199580 (109), ab 2/89 83 (113)
E 300 Diesel1993-1996100 (136)
300 TD Turbo1986-1993105 (143), ab 9/88 108 (147)
E 300 Turbodiesel1993-1996108 (147)
300 TD Turbo 4MATIC1987-1993105 (143), ab 9/88 108 (147)
E 300 Turbodiesel 4MATIC1993-1995108 (147)
200 T1985-199080 (109), mit KAT 77 (105)
200 TE1988-199390 (122), mit KAT 87 (118), ab 9/92 100 (136)
E 200 T1993-1996100 (136)
230 TE1985-1992100 (136), mit KAT 97 (132)
220 TE1992-1993110 (150)
E 220 T1993-1996110 (150)
280 TE1992-1993145 (197)
E 280 T1993-1996142 (193)
300 TE1985-1992138 (188), mit KAT 132 (180)
300 TE 4MATIC1987-1993138 (188), mit KAT 132 (180)
E 300 T 4MATIC1993-1995132 (180)
300 TE-241989-1992162 (220)
320 TE1992-1993162 (220)
E 320 T1993-1996162 (220)
E 36 T AMG1993-1996200 (272)
კუპე (C124)
200 CE1990-199390 (122), mit KAT 118, ab 9/1992 100 (136)
E 200 Coupé1994-1995100 (136)
230 CE1987-1992100 (136), mit KAT 97 (132)
220 CE1992-1993110 (150)
E 220 Coupé1993-1996110 (150)
300 CE1987-1992138 (188), mit KAT 132 (180)
300 CE-241989-1992162 (220)
320 CE1992-1993162 (220)
E 320 Coupé1993-1996162 (220)
E 36 AMG Coupé1993-1996200 (272)
კაბრიოლეტი (A124)
300 CE-24 Cabriolet1992-1993162 (220)
E 200 Cabriolet1993-1997100 (136)
E 220 Cabriolet1993-1997110 (150)
E 320 Cabriolet1993-1997162 (220)
E 36 AMG Cabriolet1993-1997200 (272)

No comments:

Post a Comment