Wednesday, January 15, 2014

მაკედონია

მაკედონია (მაკედ. Македонијаლათინური ალფავიტითMakedonija), ოფიციალურად მაკედონიის რესპუბლიკა (მაკედ. Република Македонија, ლათინური ანბანით:Republika Makedonija) — ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა, თუმცა საბერძნეთთან უთანხმოების გამო მისი დროებითი სახელი არის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია.[6][7] (მაკედონიურად: поранешна Југословенска Република Македонија,[8] ლათინური ალფავიტით: Poranešna Jugoslovenska Republika Makedonija), ასევე მოიხსენიებენ აბრევიატურით: FYROM.
მაკედონიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ესაზღვრება შემდეგ ქვეყნებს: ჩრდილო-დასავლეთიდან კოსოვო, ჩრდილოეთიდან სერბეთი, აღმოსავლეთიდან ბულგარეთი, სამხრეთიდან საბერძნეთი და დასავლეთიდან ალბანეთი.[9] ის მოიცავს ისტორიული მაკედონიის რეგიონის დიდ ნაწილს, მომლის დანარჩენი ნაწილები შედის საბერძნეთის და ბულგარეთის შემადგენლობაში. მაკედონიის დედაქალაქია სკოპიე რომლის მოსახლეობაც 2002 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 506 926 კაცს. სხვა დიდი ქალაქებია არიან: ბიტოლაკუმანოვოპრილეპიტეტოვოოჰრიდიველესიშტიპიკოჩანიგოსტივარიკავადარცი და სტრუმიცა. მაკედონიაში არის დაახლოებით 50 ტბა და 2000 მეტრზე მაღალი 16 მთა. არის გაერთიანებული ერებისა და ევროპის საბჭოს წევრი. 2005 წლიდან ასევე არის ევროპის კავშირის კანდიდატი და გაცხადებული აქვს ნატოს წევრობის სურვილი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

ქვეყნის დასახელება მოდის ბერძნული სახელწოდებიდან: Μακεδονία (მაკედონია),[10][11] ასევე ეწოდებოდა ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით წარმოქმნილ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში რეგიონს. დასახელება Μακεδόνες (მაკედონიელები) მომდინარებს ანტიკური ბერძნულის ზედსართავისგან - μακεδνός (მაკედნოს), რაც ნიშნავს "მაღალს, წვრილს",[12] ასევე არის ვერსია, რომ დასახელება თავიდან აღნიშნავდა „მთიელს“ ან „მაღალს“,[11][13][14] რაც შესაძლებელია მომდინარეობდეს, ანტიკური მაკედონიელების ფიზიკური მახასიათებლის ან მათი მაღალმთინაი საცხოვრებელი ადგილების გამო.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Macedonia-CIA WFB Map.png
ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ბულგარეთისაბერძნეთიალბანეთი,სერბეთი და მონტენეგრო. ფართობი - 25.713 კვ.კმ.

სტატისტიკური რეგიონები[რედაქტირება]

მაკედონიის სტატისტიკური რეგიონები
მაკედონია შედგება შემდეგი 8 სტატისტიკური რეგიონისგან:
2004 წლის მიხედვით, სტატისტიკური რეგიონები დაყოფილია 84 თემად.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი გეორგე ივანოვი.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სობრანიე (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 123 მუნიციპალიტეტი (opstina).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ძირითადი ეთნიკური ჯგუფები, 2002.
ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა რის მიხედვითაც მაკედონიის მოსახლეობა შეადგენდა 2,022,547 მაცხოვრებელს.[15] ხოლო ბოლო ოფიციალური მონაცემები ეკუთვნის 2009 წელს რის მიხედვითაც მოსახლეობა არის დაახლოებით 2,050,671 ადამიანი.[16] მათ შორის - მაკედონელები 67%, ალბანელები 23%, თურქები 4%, ბოშები 2%, სერბები 2%.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

1991 წელს კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გამოცხადდა მაკედონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. იგი იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკებს შორის შემავალი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 500 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი გაეროს მანდატით მშვიდობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტმა კირო გლიკოროვმა შესძლო ჩამოეყალიბებინა კარგი ურთიერთობები ბელგრადთან და სხვა რესპუბლიკებთან. მაკედონია __ ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს - საბერძნეთისბულგარეთის და დღევანდელი მაკედონიის რესპუბლიკის მიწებს მოიცავდა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ღირშესანიშნაობანი - ძველბერძნული ქალაქის ჰერაკლეის ნანგრევები; მეფე სამუილის ციხე-სიმაგრე (XI ს.); სტრუმნიცის ციხე (XI ს.); წმ. სოფიის ბაზილიკა ოხრიდში (XI ს.); წმ. მიხეილის ეკლესია ლესნოვოში; ოჰრიდი და მისი ტბები.

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მაკედონიის ტურიზმი.
ტურიზმი მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის. ყოველწლიურად, მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[17]

No comments:

Post a Comment