Wednesday, January 15, 2014

ბელგია

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - ბელგიის სამეფო; ფრანგულად - Royaume de Belgique; ნიდერლანდულად - Koninkrijk Belgie.
  • ეტიმოლოგია - სახელწოდება მომდინარეობს ბელგების კელტური ტომებისაგან.
  • ქვეყნის კოდი - BE.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ბელგიის სამეფო
ქვეყანა დასავლეთ ევროპაშიევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდიგერმანიალუქსემბურგისაფრანგეთი
  • ფართობი - 30.510 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღ. მწვერვალი - ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა - ვალკური; კლიმატი - ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 -ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება:ბრიუსელივალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.
  • უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
  • ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
  • ბიუჯეტი - 113,400 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.

ისტორია[რედაქტირება]

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ბელგიის ტურიზმი.

ცნობილი ბელგიელები[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment