Saturday, January 18, 2014

იამაიკა

იამაიკა (ინგლ. Jamaica) - არის კუნძულოვანი სახელმწიფო დიდი ანტილის კუნძულთა ჯგუფში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 234 კილომეტრს (145 მი), ხოლო სიგანე 80 კილომეტრს (50 მი), კუნძულის ფართობი შეადგენს 11,100 კმ². ქვეყანა მდებარეობს კარიბის ზღვაში. იამაიკა, კუბიდან სამხრეთით 145 კილომეტრის და ჰაიტისკუნძულიდან 190 კილოემტის დაშორებით მდებარეობს. კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს არავაკურ ენაზე, აქ ცხოვრობს ადგილობრივი მცირე ეთნიკური ჯგუფი ტაინო.
პირველად ეს კუნძული ესპანელებმა აღმოაჩინეს. 1655 წლიდან უკვე ამ კუნძულს ეუფლება ბრიტანეთის იმპერია, ეს ტერიტორია იმპერიის რიგითი კოლონია იყო. ამჟამად კუნძულზე ცხოვრობს 2.8 მილიონი ადამიანი, აქედან უმრავლესობა ინგლისურად მოსაუბრეა. ეს ქვეყანა ინგლისრად მოსაუბრეთა რაოდენობით, მთელს ამერიკის კონტინენტზე მესამეა აშშ-ის და კანადის შემდეგ. მმართველობის მხრივ იამაიკა კონსტიტუციური მონარქიაა, ქვეყანას მართავს გაერთიანებული სამეფოს დეოფალი ელისაბედ II. ქვეყნის დედაქალაქია კინგსტონი, ეს ქალაქი მოსახლეობით პირველია მთელს კუნძულზე.

No comments:

Post a Comment