Saturday, January 18, 2014

დომინიკელთა რესპუბლიკა

დომინიკელთა რესპუბლიკა (ესპ. República Dominicana) — კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთ ორ-მესამედზე მდებარე ქვეყანა, ჰაიტის მეზობლად. დედაქალაქია სანტო-დომინგო. ჰაიტი სიდიდით მეორეა დიდი ანტილის კუნძულებს შორის და მდებარეობს პუერტო-რიკოს დასავლეთითა და კუბისა და იამაიკისაღმოსავლეთით. 1961 წელს, სამხედრო დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა წარმომადგენლობით დემოკრატიისკენ იღებს მიმართულებას და მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. დომინიკელები ხშირად საკუთარ ქვეყანას ქისქეიას (Quisqueya) უწოდებენ, სახელი, რომელიც კუნძულს ადგილობრივი ტაინოს ტომის ინდიელებმა შეარქვეს.

No comments:

Post a Comment