Friday, January 17, 2014

ლესოთო

ლესოთო (ინგლ. Lesotho) – სახელმწიფო-ანკლავი სამხრეთ აფრიკაში. მთლიანად გარს აკრავს სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა. აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოს ფართობია 30 355 კმ². ლესოთო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ტერიტორიის არცერთი ნაწილი ზღვის დონიდან 1400 მეტრს ქვემოთ არ მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქია – მასერუ.

სექციების სია

  [ჩვენება

გეოგრაფია[რედაქტირება]

Lt-map KA.png
ლესოთოს უჭირავს ბასუტოს პლატო (საშუალო სიმალე 2300-3000 მ), რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია დრაკონის მთებით (მთა თაბანა-ნტლენიანა 3482 მ) . იანვრის საშუალო ტემპერატურაა 25-25 °C, ივლისის 15 °C. ნალექები 750-1000 მმ წელიწადში. მდინბარეები ჭორომიანია აქვთ ჰოდროენერგიის დიდი მარაგი. მთავარი მდინარეაორანჟი. მიადაგები დასავლეთ ნაწილში ქვიშიანია, აღმოსავლეთით - ვულკანური. მცენარეულობიდან ჭარბობს მარცვლოვნები, დრაკონის მთებში ბუჩქნარი და მთის ალპური მდელოები.

ისტორია[რედაქტირება]

ლესოთოს ადრინდელი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. მისი ავტოქთონური მოსახლეობა იყო ბუშმენები, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან მოსულმა ბასუტომ განდევნა. 1836 წლიდან ბასუტოს მიწების დაპყრობა დაიწყესბურებმა, მათი მიწებისადმი ინტერესი ინგლისელებსაც აღეძრათ. ბასუტოს ტომების შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა ბასუტოს ტერიტორია ბრიტანეთისპროტექტორატად გამოაცხადეს (ბასუტოლენდი1884 წელს. ინგლისის ხელისუფლებმა დააწესეს „ირიბი მმართველობის“ სისტემა (ტომთა ბელადების საბჭოების მეშვეობით. რომლებიც ინგლისის კომისარს ექვემდებარებოდა) და ბასუტოლენდი აქციეს იაფი მუშახელის დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიური სამფლობელოების მრეწველობისათვის სამხრეთ აფრიკაში.
1907 წელს შეიქმნა ბასუტოს პირველი ორგანიზაცია — ბასუტოლენდის პროგრესული ასოციაცია (იგი აერთიანდებდა მასწავლებლებს, კლერკებს, წვრილ ვაჭრებს), რომელმაც მოითხოვა სოციალური რეფორმების გატარება და „აფრიკელებისათვის გასაქანის მიცემა განათლების, ვაჭრობისა და მეწარმეობის სფეროში“. მეორე მსოფლიო ომის წლებში ათასობით ბასუტო იბრძოდა ინგლისის კოლონიური არმიის რიგებში ევროპაშიაფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი აღმავლობა. 1952წელს ღარიბთა ლიგის ახალგაზრდობის ჯგუფმა მასწავლებელ ნ. მოკეჰლეს ხელმძღვანელობით შექმნა ბასუტოლენდის აფრიკული კონგრესის პარტია, რომელიც მოითხოვდა დაუყოვნებლივ მიეცათ ბასუტოლენდისთვის მიეცათ შინაგანი თვითმმართველობა, შემდეგ კი სრული დამოუკიდებლობა. განმათავისუფლებელი ბრძოლის გააქტიურებამ ინგლისის ხელისუფალნი აიძულა დაეწყოთ რეფორმების გატარება. 1960 წელს შეიქმნა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, ბასუტოლენდმა შინაგანი დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1965 წელს პარლამენტის პირველ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა პარტიამ. მისი ლიდერი ლ.ჯონათანი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა. 1966 წლის 4 ოქტომბერს ბასუტოლენდმა დამოუკიდებლობა მიიღო და 1966 წლის კონსტიტუციის თანახმად ლესოთოს სამეფო ეწოდა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის 99,5 % აფრიკელია, ძირითადად ბასუტო. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ზულუინგლისელები და აფრიკანელები. უმრავლესობა ქრისტიანია, ნაწილი ინარჩუნებს ადგილობრივ ტრადიციულ რწმენებს. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ლესოთოს აღმოსავლეთ ნაწილში. მთავარი ქალაქებია მასერულერიბე,მაფეტინგი.

ხელოვნება[რედაქტირება]

ლესოთოს ტერიტორიაზე შემონახულია კლდეზე შესრულებული მოხატულობა, როგორც ჩანს, ბუშმენებისა. სოფლებს აქვთ სწორი გეგმა. ქვიშით ან ალიზით ნაშენი ქოხები განლაგებულია წრიულად (შუაში დგას საკრებულო სახლი), გადახურულია თივის ორ ან ოთხფერდა სახურავით. საოჯახო ნივთებს ამკობენ კვეთილი გეომეტრიული ორნამენტით. ამზადებენ ხის სტატუეტებს, კერამიკულ ნაწარმს.

No comments:

Post a Comment