სვაზილენდი არის პატარა ქვეყანა, მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 130 კილომეტრზე ნაკლები. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი დაბლობი. აღმოსავლეთიდან მცირე მონაკვეთზე ესაზღვრება მოზამბიკი, ხოლო მისი მთელი დანარჩენი სასაზღვრო პერიმეტრი წარმოადგენს ანკლავს სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე. დასავლეთში კლიმატი არის ზომიერი, თუმცა დაბლობში შეიძლება მიაღწიოს 40 გრადუსსაც. ზაფხული ძირითადად წვიმიანია, ნალექის დონემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს.
სვაზილენდის ტერიტორიაზე, დაწყებული პრესიტორიული პერიოდიდან ადამიანი მუდმივად სახლობდა. დღეისთვის მოსახლეობა წარმოადგენს ცალსახად ეთნიკურსვაზებს ხოლო სასაუბრო ენა სვაზის (ან სვატი), ინგლისური არის მეორე სასაუბრო ენა.
No comments:
Post a Comment