ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, ძველად ცნობილი, როგორც ბრიტანული ჰონდურასი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა ამავე რეგიონში, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არა აქვს.
No comments:
Post a Comment