Thursday, January 16, 2014

გვატემალა

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით —ჰონდურასი და სალვადორი . ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ–², მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.
გვატემალა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. დედაქალაქია გვატემალა-დელ-ვალე-დე-ლა-ასუნსიონი ან უბრალოდ გვატემალა. ქვეყანა ბიოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით.[4] ესპანელთა მოსვლამდე, გვატემალის ტერიტორიაზე ყვაოდა მაიას ცივილიზაცია. მაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ჰონდურასში, ბელიზში, მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და სალვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.
Guatemala-CIA WFB Map KA.png
გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მას მართავდა მთელი რიგი დიქტატორებისა, რომლებსაც ეხმარებოდა აშშ–ის კომპანია United Fruit CompanyXX საუკუნის ბოლოს გვატემალაში მიმდინარეობდა 36 წლიანისამოქალაქო ომი. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და ჩატარდა წარმატებული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო, 2011 წლის არჩევნებში, პრეზიდენტად აირჩიეს პატრიოტული პარტიის კანდიდატი ოტო პერეს მოლინა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სახელი გვატემალა მომდინარეობს ნაჰუატლის სიტყვა გუაუჰტემალანიდან, რაც „ბევრი ხეების ადგილს“ ნიშნავს.[5][6] ეს სახელი მას ტლასკალელმა ჯარისკაცებმა შეარქვეს, რომლებიც ესპანელ კონკისტადორ პედრო დე ალვარადოს მოკავშირეები იყვნენ ამ ტერიტორიის დაკავებისას.

No comments:

Post a Comment