Thursday, January 16, 2014

ერაყი

რაყი, (არ:العراق); ოფიციალურად ერაყის რესპუბლიკა (არ:جمهورية العراق; ქურთ. كؤماری عێراق - კომარა ერაყისირ. ܩܘܿܛܢܵܝܘܼܬܐܵ ܕܥܝܪܐܩ - ქოტნაიუტა დ ირაყ)[2] ქვეყანადასავლეთი აზიაში, მოიცავს ზაგროსის მთების ჩრდილო-დასავლეთის უმეტეს ნაწილს, სირიის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილს და არაბეთის უდაბნოს ჩრდილოეთს.[3]

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური - ერაყის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: العراق, Al Jumhuriyah al Iraqiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვა შუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელია მესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე “შუამდინარეთს” ნიშნავს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Iraq-CIA WFB Map.png
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია:თურქეთიირანიქუვეითისაუდის არაბეთიიორდანიასირია. ფართობი შეადგენს 435.072 კვ.კმ-ს.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა - 2003-05 წლებში გარდამავალი მმართველობის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა იყო.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 18 ოლქი (muhafazat).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ნავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95%-ს იძლეოდა.
  • რესურსები - ნავთი, ბუნებრივი აირი, ფოსფატები, გოგირდი.
  • ექსპორტი - ნავთობი, შალეული, ფინიკი.
  • ვალუტა - ერაყის დინარი (IQD).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ერაყი დაყოფილია 18 პროვინციად, (არაბულად: მუხაფაზათი, ქურთ. پاریزگه - ფარიშა). პროვინციები დაყოფილია ოლქებად (ქადაში). ერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებულ სტატუსის მქონე რეგიონი, რომელსაც აქვს თავისი მმართველობა და მილიცია.
ერაყის პროვინციები

ისტორია[რედაქტირება]

ხამურაბის კანონთა კრებულისსტელას ფრაგმენტი
ერაყმა 1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიტების დინასტია (ფაისალ I და ფაისალ II ). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც “ანტიიმპერიალისტური კურსი” აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-88 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომშიირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნითა, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში - შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ბაღდადი – ერაყის ეროვნული: და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);
  • სამარა - მინარეთი და დიდი მეჩეთი (IX ს.);
  • ქალაქების ბაბილონისა და ნინევიის ნაშთები;
  • პართიული ქალაქი ჰათრა.
მესოპოტამიას უკავშირდება არაბთა სახალიფოსა და უძველესი ცივილიზაციების - შუმერისაქადისბაბილონისა და ასურეთის სახელები.

No comments:

Post a Comment