სირია (არაბ.: سورية; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბული რესპუბლიკა (არაბ.: الجمهورية العربية السورية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდანესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.
სექციების სია
[ჩვენება]სახელწოდება[რედაქტირება]
- ოფიციალური: სირიის არაბთა რესპუბლიკა.
- ეროვნული: سورية; Al Jumhuriyah al Arabiyah as Suriyah.
გეოგრაფია[რედაქტირება]
სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185.180 კვ.კმ-ს.
სახელმწიფო[რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი Bashar al-ASAD (2000).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (mufazah).
დემოგრაფია[რედაქტირება]
- მოსახლეობა - 22,530,746 (2012)[1], აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის - სუნიტი არაბები (ისინი უმრავლესობას შეადგენენ - 90%), ქურთები (5%), სომხები, ასურელები, ალავიტები (შიიტი მუსულმანები).
- სახელმწიფო ენა - არაბული. გავრცელებულია აგრეთვე - ქურთული, სომხური, არამეული, ფრანგული, ინგლისური.
- რელიგია - მუსულმანი 85%, ქრისტიანი 15%.
- დედაქალაქი - დამასკო (1.862 ათასი).
- ქალაქები - ალეპო (1.934), ჰიმსი (752), ლატაკია (417), ჰამა (380).
ეკონომიკა[რედაქტირება]
- რესურსები - ნავთი, ფოსფატები, ქრომი და მანგანუმი, ასფალტი, რკინის მადანი, ქვამარილი, მარმარილო, თაბაშირი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ბამბა, ფოსფატები, ხილ-ბოსტნეული.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.130 $.
- ვალუტა - სირიული ფუნტი (SYP);
მემკვიდრეობა[რედაქტირება]
- კრაკ-დე-შევალიე (ჯვაროსანთა ერთ-ერთი საუკეთესო ციხე),
- პალმირა (რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარი),
- ალეპო (ციხე-სიმაგრე, მეჩეთები, მუზეუმები, სუკები).
ისტორია[რედაქტირება]
1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელსსპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.
No comments:
Post a Comment