Thursday, January 16, 2014

ტუნისი

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ტუნისის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: تونس; Al Jumhuriyah at Tunisiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს დედაქალაქის - ტუნისისაგან, რომელიც ანტიკური კართაგენის მახლობლადაა აგებული.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Tunisia-CIA WFB Map.png
ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალჟირი და ლიბია. ფართობი: 163.610 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Zine El Abidine BEN ALI (1987).
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი: ზედა (წარმომადგენელთა) პალატა (126 წევრი), ქვედა (დეპუტატთა) პალატა (189 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 24 გუბერნია (Governorate).

დემოგრაფია[რედაქტირება]

  • მოსახლეობა - 10,074,951 (2005), მათ შორის 97,2% ტუნისელი არაბი, 1,1% ბერბერი.
  • სახელმწიფო ენა : არაბული. სხვა ენები - ფრანგული (ბიზნესი და დიპლომატია).
  • რელიგია : ისლამი.
  • დედაქალაქი : ტუნისი (700 ათასი).
  • ქალაქები : სფაქსი (270), არიანა (217), ტადამან დავარ ჰიშარი (189), სუსი (156).

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები : ნავთი, ფოსფატები, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, მარილი.
  • ექსპორტი : ნავთობი, ფოსფატები, საფეიქრო ნაწარმი, ხილი, თევზეული.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 2.000 $.
  • ვალუტა : ტუნისის დინარი (TND);

ისტორია[რედაქტირება]

1880 წლიდან საფრანგეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა გამოაცხადდა 1956 წელს. 1934-87 წლებში ქვეყანას მართავდა ჰაბიბ ბურგიბა. იგი საერო იდეოლოგიას ატარებდა (ქალთა ემანსიპაცია, მრავალცოლიანობის გაუქმება, უფასო განათლება) და ისლამურ ფუნდამენტალიზმს უპირისპირდებოდა. ამასთან ის თანდათან აძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რაც დიქტატორულ მმართველობაში გადავიდა. 1987 წელს იგი სიბერის გამო გადააყენეს. ახალი პრეზიდენტის მისი წინამორბედის მმართველობის სტილს ინარჩუნებს.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

კართაგენის ნანგრევები, ტუნისის და სუსის მედინა, პუნიკური ქალაქი კერკუანი და აკროპოლი, ელ-ჯემის ამფითეატრი.

No comments:

Post a Comment