Thursday, January 16, 2014

ლიბია

ლიბია (არაბ. ليبيا‎‎), ოფიციალურად ლიბიის რესპუბლიკა — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკის მაღრიბის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სუდანი, სამხრეთით — ჩადი და ნიგერი, დასავლეთით — ალჟირი და ტუნისი. 1,8 მლნ კმ² ფართობით ლიბია მსოფლიოს მე-17 უდიდესი ქვეყანაა.[6]
ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქია ტრიპოლი, სადაც ლიბიის 6,4 მლნ მოსახლიდან 1,7 მლნ ცხოვრობს. ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილია:ტრიპოლიტანიაფეცანი და კირენაიკა. 2009 წელს, ლიბიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა აფრიკაში და მეოთხე უდიდესი ეშპ ერთ მოსახლეზე სეიშელის კუნძულების, ეკვატორული გვინეისა და გაბონის შემდეგ. ლიბიას მსოფლიოში მე-10 უდიდესი ნავთობის დადასტურებული მარაგები და ბენზინის მე-17 უდიდესი წარმოება აქვს.[7]
2011 წლის სამოქალაქო ომი ქვეყნის ლიდერის — მუამარ კადაფის ჩამოგდებითა და სიკვდილით დასრულდა, დაინგრა მისი 34 წლიანი ჯამაჰირიის სახელმწიფო. შედეგად, დღეისათვის ლიბიაში პოლიტიკური რეფორმები მიმდინარეობს. ქვეყანა იმართება ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ მიღებული შუალედური კონსტიტუციით.[8][9]2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა საყოველთაო ეროვნული კონგრესის არჩევნები, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს, გარდამავალმა საბჭომ ძალაუფლება ახლად არჩეულ ასამბლეას გადასცა.[10] ასაბმლეას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩამოაყალიბის კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ლიბიის მუდმივი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ რეფერენდუმით დამტკიცდება.[11]

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

სახელი „ლიბია“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ლებუ“, რომელიც მიუთითებს ნილოსის დასავლეთით მცხოვრებ ბერბერ ხალხებზე. ძველ საბერძნეთში ტერმინს უფრო ვრცელი მნიშვნელობა ჰქონდა და ის მოიცავდა სრულიად ჩრდილოეთ აფრიკას ეგვიპტის დასავლეთით, ზოგიერთ წყაროში კი მთელ აფრიკასაც.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ლიბიის გეოგრაფია.
Ka Ly-map.png
ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98% უჭირავს სუბტროპიკულ ნახევარუდაბნოებსა (ჩრდილოეთით) და ტროპიკულუდაბნოებს (სამხრეთით). სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. ერთადერთი დიდი ყურეა სიდრა.
ქვეყნის უმეტესი ნაწილი პლატოა (სიმაღლე 200-600 მ). სამხრეთით ტიბესტის მთიანეთის შტოქედებია (სიმაღლე 2286 მ-მდე), აღმოსავლეთით — ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის (ფაზანის) ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობისდიდი საბადოები.
ლიბიის ჰავა ტროპიკული, უდაბნოსია, ჩრდილოეთით — სუბტროპილული, ხმელთაშუა ზღვის ტიპისა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 11-12 °C ჩრდილოეთით, 15-18 °C სამხრეთით, ივლისი. შესაბამისად, 27-29 °C და 32-35 °C. ნალექები ჩრდილოეთით 250-იდან 625 მმ-მდე წელიწადში, სამხრეთით და აღმოსავლეთით 100 მმ-მდე, ლიბიის უდაბნოში — 25 მმ-მდე.
ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის, დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობა - უადი. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. სანაპიროს გასწვრივ, რუხ და რუხყავისფერ ნიადაგებზე იზრდება აკაცია, სიკომორო, იალღუნი, შედარებით ტენიან ადგილებში — მაკვისი, არის კედრისა და ღვიის კორომები. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქა-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები.
ცოველთა სამყარო ღარიბია, უმთავრესად გავრცელებულია ქვეწარმავლები (გველები, ხვლკიკები); ბევრია მორიელი, ჩრდილოეთ რაიონებში ბინადრობს აფთარიტურამელაკურდღელი, გარეული ღორი.

ისტორია[რედაქტირება]

ველური ცხოველების პრეისტორიული გამოსახულებები ლიბიის კლდეებზე.
ლიბია უძველესი დროიდან იყო დასახლებული მომთაბარე ტომებით, თანამედროვე ბერბერთა წინაპრებით, რომლებიც ჯერ ნადირობას, ხოლო მოგვიანებით მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში ლიბიის ტერიტორიაზე დაარსდა სავაჭრო ქალაქ-კოლონიები, დასავლეთ ნაწილში (ტრიპოლიტანიაში) — ფინიკიურ-კართაგენული, აღმოსავლეთ ნაწილში (კირენაიკაში) — ბერძნული. ძვ. წ. II-I საუკუნეებში ლიბია დაიპყრეს რომაელებმა, ახ. წ. VII საუკუნეში — არაბებმაXVI საუკუნისდამლევს ლიბია დაიპყრო ოსმალეთმა. განუწყვეტელი ანტიოსმალური აჯანყებების შედეგად ლიბიამ ერთგვარ თვითმმართველობას მიაღწია. 1711 წელს ლიბიის გამგებელი გახდა აჰმედ ბენ ალ-კარმანლი, რომლის საგვარეულო 1835 წლამდე მართავდა ქვეყანას. ამ დროიდან არაბული ენა ლიბიის ოფიციალურ ენად გამოცხადდა, 1835-1911 წლებში ლიბიას კვლავოსმალეთი ფლობდა. 1911 წელს ლიბიის დამორჩილების მიზნით იტალიამ წამოიწყო იმპერიალისტური ომი ოსმალეთის წინააღმდეგ, რის შედეგადაც, ის იტალიამ დაიპყრო. ლიბიელი ხალხი 1913 და 1915 წლებში იტალიელ კოლონიზატორთა წინაამდეგ აჯანყდა. ამ აჯანყებებს სათავეში ედგნენ სენუსიტების სექტის ბელადები. 1918 წელს ქალაქ ღარიანში (ტრიპოლიტანია) გამოცხადდა ლიბიის რესპუბლიკა. იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კოლონიზატორებმა განაახლეს საომარი მოქმედებანი ლიბიაში და 1931 წელს შეძლეს ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ლიბია ფაშისტური იტალია-გერმანიასა და ინგლისის შეიარაღებულ ძალებს შორის საომარ მოქმედებათა ასპარეზად იქცა. 1943 წლიდან ლიბიის პროვინციებს — ტრიპოლიტანიასა და კირენაიკას ფაქტობრივად განაგებდა ინგლისი, ხოლო ფეცანის პროვინციას საფრანგეთის სამხედრო ადმინისტრაცია.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება]

დემონსტრაცია ქალაქ ელ-ბაიდაში, 2011წლის 22 ივლისი
Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ლიბიის სამოქალაქო ომი.
2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდისდაუყოვნებლივ გადადგომას.
სამოქალაქო ომი საბოლოოდ მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ქვეყნის სამი ტრადიციული ნაწილი
დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე ისტორიულად იყო სამ ქვეყანა: ტრიპოლიტანია — ჩრდილო-დასავლეთში, კირენაიკა — აღმოსავლეთით და ფეცანი — სამხრეთი-დასავლეთით. 1934 წელს თურქეთ-იტალიის ომის შედეგად ეს ტერიტორიები იტალიამ დაიპყრო და გააერთიანა. იტალიის მმართველობის პერიოდში ლიბია დაყოფილი იყო 4 რეგიონად და ერთ ტერიტორიად: ტრიპოლი, მისრათა, ბენღაზი, ბაიდა და ლიბიის საჰარის ტერიტორია.[12]
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბია დაიყო სამ გუბერნიად (მუჰაფაზა), ხოლო 1963 წელს 10 გუბერნიად.[13][14] გუბერნიები 1975 წელს გაუქმდა და ტერიტორიების მართვა გადაეცა 9 „კონტროლის ბიუროს“, მათ ევალებოდათ: განათლება, ჯანდაცვა, განსახლება, სოციალური, სოფლის მეურნეობის და ფინანსური მომსახურებების მართვა. 1983 წელს ლიბია გაიყო 46 ოლქად, 1987 წელს 25 ოლქად,[15][16] 1995 წელს გადაკეთდა 13 ოლქად,[17] 1998 წელს 26 რაიონად, ხოლო 2001 წელს 32 რაიონად,[18] ბოლო ცვლილება მოხდა 2007 წელს და ჩამოყალიბდა 22 რაიონი.
ლიბიის მიმდინარე ადმინისტრაციული დაყოფა და 2007 წელს შექმნილი 22 რაიონი.

№ რუკაზერაიონიشعبيةადმინისტრაციული ცენტრიფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
კაცი. (2006)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1ელ-ბუტნანიالبطنانტობრუკი84 996159 5361,88
2დარნაدرنةდარნა31 511163 3515,18
3ელ-ჯებალ-ელ-ახდარიالجبل الاخضرელ-ბაიდა11 429203 15617,78
4ელ-მარჯიالمرجელ-მარჯი13 515185 84813,75
5ბენღაზიبنغازيბენღაზი11 372670 79758,99
6ელ-ვახატიالواحاتაჯდაბია108 523177 0471,63
7ელ-კუფრაالكفرةელ-ჯაუფი433 61150 1040,12
8სურთიسرتსურთი86 399141 3781,64
9მისრათაمصراتةმისრათა29 172550 93818,89
10ელ-მარღაბიالمرقبელ-ხუმსი6 796432 20263,60
11ტრიპოლიطرابلسტრიპოლი8351 065 4051275,93
12ელ-ჯიფარაالجفارةელ-აზიზია2 666453 198169,99
13ეზ-ზავიაالزاويةეზ-ზავია2 753290 993105,70
14ენ-ნუგატ-ელ-ხუმსიالنقاط الخمسზუვარა6 089287 66247,24
15ელ-ჯაბალ-ელ-ღარბიالجبل الغربيღარიანი76 717304 1593,96
16ნალუთიنالوتნალუთი67 19193 2241,39
17ელ-ჯუფრაالجفرةჰუნი139 03852 3420,38
18ვადი-ეშ-შატიوادي الشاطئბრაქი90 24478 5320,87
19საბჰაسبهاსაბჰა17 066134 1627,86
20ვადი-ელ-ჰაიატიوادي الحياةავბარი31 48576 8582,44
21ღათიغاتღათი68 48223 5180,34
22მარზუკიمرزقმარზუკი356 30878 6210,22
სულ1 676 1985 673 0313,38

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ზევსის ტაძარი კირენაში

ლიტერატურა[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment