Thursday, January 16, 2014

სომალი

სომალი (არაბ. الصومال‎‎), ოფიციალური სახელი სომალის რესპუბლიკა (სომალ. Jamhuuriyadda Soomaaliyaარაბ. جمهورية الصومال‎‎). სახელმწიფო აფრიკაშისომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კენია, ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება იემენთან, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან ეთიოპია. სომალის რელიეფი ძირითადად შედგება ვაკეებისგან და მაღლობებისგან.[1] სომალის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ამამვე სახელწოდების ნახევარკუნძულზე, მოსახლეობის უდიდიდეს ნაწილს შეადგენსსომალელები.
სომალის ტერიტორიაზე დასახლებები უძველესი დროიდან არსებობდა. შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია მუსლიმანური სახელმწიფოების შემადგენელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით უკვე ამ ტერიტორიას ბრიტანეთის იმპერია აკონტროლებდა. 1960 წელს მოხდა სომალის დამოუკიდებლობის გამოცხადება, სწორედ ამ წელს გაერთიანდაბრიტანული სომალილენდი და იტალიური სომალილენდი. მოგვიანებით ქვეყანაში დამყარდა სამხედრო მმართველობა. 1991 წლიდან 2000 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.
1991 წლიდან ამ სახელმწიფოში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, სომალში ხშირად ხდება მთავრობების ცვლა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული სომალილენდი.

No comments:

Post a Comment