Thursday, January 16, 2014

ეთიოპია

თიოპია (ეთიოპიურად:ኢትዮጵያ) - ხმელეთით შემოსაზღვრული სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერალურ-დემოკრატიული რესპუბლიკა. 85,2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ეთიოპია აფრიკაში მეორე სახელმწიფო ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1,104,300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერითრეა ჩრდილოეთიდანსუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდანჯიბუტი და სომალიაღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ityopiya, Yeityop'iya Federalawi Demokrasiyawi Ripeblik.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან (სიტყვის ძირები ბერძნულია: aithein „გარუჯვა“ და ops „სახე“) და ნიშნავს „შავების, გარუჯულების ქვეყანას“. იგივე აბისინია, ძველქართულად “აბაშეთი”. ამ სახელს არაბული წარმოშობა აქვს: „ჰაბაშ“ ნიშნავს „შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Ethiopia.png
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სუდანიერიტრეაჯიბუტისომალიკენია. ფართობი: 1,104,300 კმ².










რელიეფი[რედაქტირება]

Ethiopia mount.jpg
ეთიოპია ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია აფრიკის კონტინენტზე. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ეთიოპიის მთიანეთს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ ეთიოპიამდე. მთიანეთის ყველაზე მაღალი ნაწილი არის ჩრდილოეთი. აქ განთავსებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილები რას-დაშანი(4620 მ) და ტალო(4413 მ). აღმოსავლეთით, აფარის რეგიონშიმდებარეობს ყველაზე დაბალი წერტილი აფრიკაში. აგრეთვე ეთიოპიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ვაკეებს, მათგან ყველაზე დიდი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება]

ეთიოპიის მთელი ტერიტორია მდებარეობს სუბეკვატორულ და ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში.მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთში, ხსნის რბილ და ტენიან კლიმატს ეთიოპიაში. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არის საშუალოდ +25° C +30° C და მოდის ნალექების საკმარისი რაოდენობა. სრულიად პირიქითაა აღმოსავლეთ ნაწილში იქ სიცხე და მშრალი უდაბნოს კლიმატია.

წყლის რესურსები[რედაქტირება]

Ethiopian nile falls.jpg

მდინარეების დიდი ნაწილი ეთიოპიის დასავლეთით ეკუთვნის ნილოსის აუზს. ყველაზე დიდი აქდან არის აბბაი იგივე ცისფერი ნილოსი. აქვეა ყველაზე დიდი ტბა ეთიოპიაში ტანა.აღმოსავლეთში ნაკლებად წყალუხვი მდინარეებია, რაც დაკავშირებულია მშრალ კლიმატთან. უდიდესი მდინარეა ჯუბა.



ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

Elephant ethiopia.jpg
სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში მდებარეობს ყველაზე დიდი ეკვატორული ტყეების მასივი, ფლორა და ფაუნის უდიდესი მრავალფეროვნებით. XVIII საუკუნეში ქვეყნის დაახლოებით ნახევარი ტერიტორია ეჭირა ტყეებს, მაგრამ მოსახლეობის ზრდისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად ტყის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ტყის ფართობის შემცირებასთან ერთად შემცირდა ცხოველებიც. ეთიოპიაში დღესდღეობით შეგიძლიათ ნახოთ სპილოები,ავაზა,ლომიმელანიანგებიჟირაფებიბეჰემოთი და მაიმუნები. ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონი დასახლებული იშვიათი ცხოველებით - ანტილოპა ნიალა და ეთიოპიური თხა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი გირმა უოლდ-გიორგის ლუჩა (2001).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (108+548 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 9 ეთნიკური რეგიონი (kilil - აფარები, ამჰარელები, გამბელები, ჰარარები, ორომელები, სომალელები, ტიგრაები და სხვა) და 2 თვითმმართველობის ადმინისტრაცია (asterdader).

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ეთიოპიის დემოგრაფია.

რელიგია[რედაქტირება]

1994 წლის აღწერის მიხედვით ეთიოპიის მთელი მოსახლეობის 61.6% ქრისტიანია(51% ეთიოპური მართლმადიდებელი, 10% დანარჩენი ქრისტიანობა)

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ეთიპოიის ისტორია.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ეთიოპიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა აქსუმის სამეფო, რომელმაც იარსება VII საუკუნემდე. ეთიოპიაში ქრისტიანობა გავრცელებას იწყებს IV საუკუნიდან და 330წლიდან ქრისტიანული სახელმწიფოა. აქსუმის სამეფოს დაშლის შემდეგ ეთიოპიის ტერიტორიაზე წარმოიშვა მთელი რიგი სამთავროები - მუსლიმანური, ქრისტიანული, ებრაული, წარმართული.
XII საუკუნეში ქრისტიანული სამთავროები გაერთიანდნენ.იმპერატორმა ამდე-ციონმა(1314—1344)დაიქვემდებარა ეთიოპიის მთიანეთის ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული და წარმართული სამთავროები და შექმნა ძლიერი სახელმწიფო.
XIX საუკუნეში წვრილმა ფეოდალმა კასამ დაიწყო ბრძოლა ეთიოპიის ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის,1855 წელს კასამ თავი გამოაცხადა იმპერატორად, სახელწოდებით თეოდროს II.
1930 წელს იმპერატორი გახდა ტეფერი მაკონენი სახელით ჰაილე სელასიე I(1930—1974). მან შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931-1975).
1935 წელს ფაშისტური იტალია შეიჭრა ეთიოპიაში,იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია გაგრძელდა 1941 წლის შემოდგომამდე.
1975 წელს დაიწყო მონარქიის დემონტაჟის პროცესი, ცნობილი როგორც "მხოხავი გადატრიალება". და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ "დერგები(მარქსისტები)", დერგის ლიდერი ამ დროისათვის გახდა მენგისთუ ჰაილე მარიამი.1975—1991 წლებში სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინეს მენგისთუ რეჟიმს.
სსრკ-ში კრიზისის დროს მენგისთუს ხელისუფლება ჩამოგდებული იქნა 1991 წლის მაისში.სათავეში მოვიდნენ მეამბოხე ლიდერების ჯგუფი.იმ დროიდან ქვეყანას მართავს ამ ჯგუფის წევრი მელეს ზენავი, თავდაპირველად როგორც პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო რეპუბლიკის შემოღების შემდეგ როგორც პრემიერ მინისტრი. 1993 წელს ეთიოპიას გამოეყო ერიტრეა. ყოფილ მოკავშირეებს შორის ეთიოპია-ერიტრეას კონფლიქტი მოხდა 1998-2000 წლებში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment