Wednesday, January 15, 2014

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძნ. Ελληνική Δημοκρατία-გამოითქმის როგორც ელინურ რესპუბლიკა რაც მისი ოფიციალური სახელიცაა[4]) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთით აქვს ალბანეთთან, მაკედონიის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან, ხოლოსამხრეთით თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთისსანაპირო ზოლი 13,676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მათ შორისაა: კრეტა, დოდეკანესი, იონიის კუნძულები, კიკლადი. საბერძნეთის ოთხმოცი პროცენტ შედგება მთოვანი რელიეფისგან და მისი უმაღლესი მთა ოლიმპო 2,917 მეტრს აღწევს.

სექციების სია

  [ჩვენება] 

სახელწოდება[რედაქტირება]

მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

საბერძნეთის რესპუბლიკა
ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.

სახელმწიფო[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

აკროპოლისი
  • ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები; დიოგენეს შუქურა;ქარების კოშკი;ადრიანას თაღი;პოსეიდონის ტაძარი;
  • სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
  • ათონის მთა და მისი მონასტრები,
  • როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
  • ოლიმპია,
  • კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
  • ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).

ისტორია[რედაქტირება]

1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.

No comments:

Post a Comment