Friday, January 17, 2014

მოზამბიკი

მოზამბიკი, ოფიციალური სახელი მოზამბიკის რესპუბლიკა (პორტ. República de Moçambique) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაშიპორტუგალიის ყოფილი კოლონია. დამოუკიდებელია 1975 წლიდან. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთიდან ტანზანია, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ზამბია დამალავი, დასავლეთიდან — ზიმბაბვე, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთი აფრიკა და სვაზილენდი. დედაქალაქია მაპუტუ (დამოუკიდებლობამდე ერქვა ლორენსუ-მარკესი).
ახალი წელთაღრიცხვის I-V საუკუნეებში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გადმოსახლდა ბანტუზე მოლაპარაკე ხალხი. მოგვიანებით მათ სუაჰილზე მოლაპარაკენი და არაბები მოჰყვნენ. ევროპელთა მოსვლამდე, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებული იყო მათი კომერციული პორტები. 1498 წელს ტერიტორია ვასკო და გამამგამოიკვლია, 1505 წლიდან კი მისი კოლონიზაცია პორტუგალიამ მოახდინა. 1975 წელს მოზამბიკმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეწოდა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა. 1977-1992 წლებში მიმდინარეობდა სასტიკი სამოქალაქო ომი.
მოზამბიკი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ქვეყნის ეკონომიკა უმთავრესად საზრდოობს სოფლის მეურნეობით, ასევე მრეწველობოთ — ძირითადად იწარმოება საკვები სა სასმელი, ქიმიური პროდუქცია, ზირდება ალუმინისა და ნავთობის პროდუქტების წარმოება. ასევე მზარდია ქვეყნის ტურისტული სექტორი. მოზამბიკის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის ასევე არიანპორტუგალიაესპანეთი და ბელგია2001 წლიდან, მოზამბიკის წლიური მშპ-ის ზრდა მსოფლიოს პირველ ათეულში შედის. მიუხედავად ამისა, ეშპ ერთ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩენებლებია ადამიანის განვითარების ინდექსისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ.[2]
მოზამბიკის ერთადერთი ოფიციალური ენაა პორტუგალიური. მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის ის მეორე ენაა, შედარებით მცირე რაოდენობისთვის კი პირველი. იმ ენებს შორის, რომლებიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მშობლიურად მიიჩნევა, შედის სუაჰილიმაკუა და სენა. მოზამბიკში უმსხვილესი რელიგიააქრისტიანობა, ასევე არიან მნიშვნელოვანი რაოდენობის მუსლიმები და ტრადიციული აფრიკული რწმენების მიმდევარი უმცირესობები. მოზამბიკი გაწევრიანებულიააფრიკის კავშირშიერთა თანამეგობრობაშიპორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაშილათინურ კავშირშიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში,სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოებაში და ფრანკოფონიაში.

No comments:

Post a Comment