Wednesday, January 15, 2014

ბრუნეი

რუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებასამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ინდონეზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 372 ათ. (2005). დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება]

სახელმწიფოს მმართველი და ხელმძღვანელი — სულთანი. ისვე არის ქვეყნის რელიგიური ლიდერი. ხელისუფლება დაკომპლექტებულია ძირითადად მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან.
ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციულო მოწყობა — 4 რეგიონი.

ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება]

ბრუნეის მდებარეობა
ბრუნეის ადმინისტრაციული მოწყობა
ბრუნეი დაყოფილია ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად:
  1. ბელაიტი
  2. ბრუნეი-მუარა
  3. თემბურონგი
  4. ტუტონგი
თემბურონგის მხარე ქვეყნისაგან გამოყოფილია ინდონეზიის ტერიტორიით.
რეგიონები დაყოფილია უფრო მცირე ერთეულებად, რომლებსაც მუკიმებს ეძახიან

ეკონომიკა[რედაქტირება]

უპირატესობანი: ნავთბის და გაზის მარაგი 20 30 წლის საკმარისია. თუმცა, უცხოური ინვესტიცებიდან შემოსავალი (2004 $7.75 მლრდ]] აღემატება გაზიდან და ნავთმიდან შემოსულ შემოსავალს.
სუსტმი მხარეა დივერსიფიკაციის არ ქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე.
ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ3 გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ბოლო წლებში ატიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად.

ისტორია[რედაქტირება]

მე-16 საუკუნეში ბრუნეი მძლავრი ფეოდალური სახლემწიფო იყო და ეკავა კალიმანტანიის და მიმდებარე კუნძულების დიდი ნაწილი ასე აღწერს ამ ქვეყანას მაგელანირომელმაც მოინახულა ეს ქვეყანა 1521 წელს. 1839 წელს ქვეყნის სულთნის მმართველობაში მოსულმა ინგლისელმა ავანტიურისტმა ჯ. ბრუკმა მოაწყო ამბოხება და დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი. სულთანისგან ბრუკმა რაჯის ტიტული მიიღო. 1888 წელს ქვეყანა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ გადადის.1959 წელს აჯანყებების ტალღის გამო ინგლისმა ბრუნეის ავტონომია მიანიჭა,1984 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა. 1992 წელს მიღებულ იქნა კონცეპცია «მალაური ისლამური მონარქია». სულთანმა ხასსანალ ბოლკიახმა დაიწყო საზოგადოების მოდერნიზაციის ფრთხილი პოლიტიკის გატარება. ნაციონალური დღესასწაულია 23 თებერვალი -- დამოუკიდებლობის დღე.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ეთნიკური შემადგენლობა ქვეყნისა მრავალფეროვანია: ქვეყნის (66 %) მალაელები არიან, მათთან მონათესავე ეთნუკური ჯგუფები — კელაელებიიბანელები, მელანაუელები]], დუსუნებიმურუტებიდააკები და სხვა. — 8 %, ასევე ჩინელები (11 %), ებრაელებიინდოელები და სხვა.
ოფიციალური ენაა — მალაური, გავრცელებულია ასევე ინგლისური და ჩინური ენები.
ოფიციალური რელიგიაა — ისლამი (67 %), 13 % — ბუდიზმი, 10 % — ქრისტიანობა (ძირითადა პროტესტანტები), 10 % — სხვა (ძირითადად აბორიგენული კუტურები).
ქალაქის მოსახლეობა — 58 %. სიმჭიდროვე — 62 ად./კმ². მოსახლეობის 1/3 ბრუნეის დედაქალაქში ცხოვრობს

ქალაქების სიდიდის მიხედვით ბრუნეიში(2009)[რედაქტირება]

ადგილიქალაქიმხარემოსახლეობა
1ბანდარ-სერი-ბეგავანიბრუნეი მუარა134,000
2განდონგის ქალაქიბრუნეი მუარა109,000
3ჯერუდონგიბრუნეი მუარა93,000
4კუალა ბელაიტიბელაიტი78,000
5სერიაბელაიტი35,000
6ბერეკას ქალაქიბრუნეი მუარა19,000
7ტუტონგის ქალაქიტუტონგი15,000
8ბანგარიტემბურონგი4,000

ამინდი[რედაქტირება]

ტერიტორიის უმეტესობა დაბლობია. კლიმატი ეკვადორული. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ვარირებს -- 26 °C. ტერიტორიის 75% ტროპიკულ ტყეებს უკავია.

No comments:

Post a Comment