Thursday, January 16, 2014

პანამა

პანამა, ოფიციალურად პანამის რესპუბლიკა (ესპ. República de Panamá) — სახელმწიფო ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ჩრდილოეთდა სამხრეთ ამერიკის შემაერთებელ ყელზე. დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტა-რიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კოლუმბია, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა და სამხრეთით — წყნარი ოკეანე. დედაქალაქია პანამა.
ესპანელების მიერ ათვისებული და დასახლებული იქნა XVI საუკუნეში1821 წელს გამოეყო ესპანეთს და შეუერთდა ახალი გრანადის ვიცე-სამეფოსეკვადორისა დავენესუელის კავშირს, რომელსაც დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა ეწოდებოდა. როდესაც 1831 წელს დიდი კოლუმბია დაიშალა, პანამა და ახალი გრანადა ერთად დარჩნენ ამ უკანასკნელის სახელწოდების ქვეშ. ახალი გრანადა მოგვიანებით კოლუმბიის რესპუბლიკად იქცა. აშშ–ის დახმარებით, 1903 წელს პანამა კოლუმბიას გამოეყო, რათაპანამის არხი 1904–1914 წლებში აშშ–ის არმიის ინჟინერიის კორპუსს აეშენებინა. 1977 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც XX საუკუნის ბოლოს პანამის არხი აშშ–ს სრულად უნდა გადაეცა პანამისთვის.[1]
არხიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის პანამის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პანამას დღეისათვის მესამე ან მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აქვს ცენტრალურ ამერიკაში;[2] ამავე დროს ის ყველაზე სწრაფად მზარდი და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მხრივ პირველია ამ რეგიონში.[3][4] 2010წელს, პანამა მეოთხე ადგილზე იყო ადამიანური განვითარების ინდექსის მხრივ ლათინურ ამერიკაში, მსოფლიოში კი 54–ე..[5] მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2010 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებით, პანამის ეკონომიკა მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანია ლათინურ ამერიკაში. პანამის ჯუნგლებში მრავლადაა ტროპიკული მცენარეები, ცხოველები და ფრინველები, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.[6]

სექციების სია

  [ჩვენება

გეოგრაფია[რედაქტირება]

პანამის გეოგრაფია
ქვეყანაში არის ტროპიკული კლიმატი, მაღალი ტენიანობითა და ღრუბლიანობით. მაისიდან იანვრამდე წვიმიანი სეზონია, ხოლო იანვრიდან მაისამდე მშრალი სეზონი.
რელიეფი უმეტესწილად ციცაბოა, უსწორმასწორო, მთებითა და დაბლობებით. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი —ვულკანი ბარუ (3475 მ) მდებარეობს ჩირიკის პროვინციაში.
ბუნებრივი რესურსები — სპილენძიმერქანი, ზღვის პროდუქტები, ასევე აქვს ჰიდრო რესურსები, რომლებიც შეიძლებაჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გამოიყენო.
პანამაში ხშირია ტროპიკული ციკლონი და ხანძარი ტყეში.
მდინარეები დაბინძურებულია სოფლის მეურნეობის ნარჩენებით, რაც საფრთხეს უქმნის მდინარის ფაუნასტროპიკული ტყეების უკანონო გაჩეხვა კი მის დეგრადაციას იწვევს.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : პანამის ისტორია.
თანამედროვე პანამის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით (კუნა, ჩოკო და გუიამი). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული იყო კოკლეს ტომისკულტურა, თავისი განხსვავებული ტრადიციებით, რომლებიც მეტალისა და კერამიკის ნივთების წარმოებით იყვნენ ცნობილნი. პირველი კონტაქტი ევროპასთან შედგა1501 წელს, ესპანელ როდრიგო დე ბასტიდასოსთან.
1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა იმოგზაურა პანამის აღმოსავლეთ სანაპიროზე თავისი მეოთხე მოგზაურობის განმავლობაში.
ვასკო ნუნიეს დე ბალბოას ექსპედიციის მარშრუტი ცენტრალურ ამერიკაში
1513 წელს ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ გადალახა პანამის ყელი და იგი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ნახა წყნარი ოკეანე1510 წელს მან დააარსა კოლონია და გახდა რეგიონის გუბერნატორი. სულ მალე პორტობელო გახდა ოქროსგაცვლის ადგილი ინკებსა და ევროპელებს შორის, ასევე აქ თავს იყრიდნენ ინგლისელი მეკობრეები1519 წელს დააარსეს ქვეყნის მომავალი დედაქალაქი — პანამა. ინგლისელმა მეკობრემ ჰენრი მორგანმა, რომელიც შემდეგიამაიკის გუბერნატორი გახდა, გაძარცვა ქალაქი პორტობელო, 1671 წელს კი ქალაქი პანამა.
შოტლანდიური კოლონიების ისტორია პანამაში ხანმოკლე გამოდგა. 1696 წელს დაახ. 2500 შოტლანდიელმა ემიგრანტმა დააარსა სავაჭრო კოლონია დარიენის პროვინციაში.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პანამა ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად (ესპ. provincias) და 5 კომარკად (ესპ. comarca indígena).
კიდევ ორი კომარკა შედის პროვინციების შემადგენლობაში და იერარქიულად პანამის რაიონების (ესპ. distrito) ეკვივალენტურია.
პანამის ადმინისტრაციული დაყოფა
პანამის ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული
ერთეული
ესპ.ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2000)[7]
 პროვინციები
1ბოკას-დელ-ტოროBocas del Toroბოკას-დელ-ტორო4 64489 269
2ჩირიკიChiriquíდავიდი6 548368 790
3კოკლეCocléპენონომე4 927202 461
4კოლონიColónკოლონი4 891204 208
5დარიენიDariénლა-პალმა11 89740 284
6ერერაHerreraჩიტრე2 341102 465
7ლოს-სანტოსიLos Santosლას-ტაბლასი3 80483 495
8პანამაPanamaპანამა11 6711 385 052
9ვერაგუასიVeraguasსანტიაგო-დე-ვერაგუასი10 677209 076
 კომარკები
C1ემბერა-ვოუნაანიEmberá-Wounaanუნიონ-ჩოკო4 3988 246
C2გუნა-იალაKuna Yalaელ-პორვენირი2 34132 446
C3კუნა-დე-მადუგანდი (1)Madugandíაკუა-იალა (Akua Yala)2 318
C4ნგობე-ბუგლეNgöbe-Bugléლიანო-ტუგრი6 968110 080
C5კუნა-დე-ვარგანდი (2)Wargandíნურა (Nurra)775
სულ78 2002 835 872
(1) პანამის პროვინციის სუბპროვინციული კომარკა
(2) დარიენის პროვინციის სუბპროვინციული კომარკა

No comments:

Post a Comment