Thursday, January 16, 2014

მიანმარი

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა[1] (ბირმ. ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော်, აგრეთვე ბირმის კავშირი) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყანაა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, აღმოსავლეთით — ლაოსი, დასავლეთით — ბანგლადეში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — ინდოეთი; ასევე სამხრეთით — ანდამანის ზღვა, ხოლო სამხრეთ დასავლეთით — ბენგალის ყურე. ბირმას 2000 კილომეტრზე მეტი სანაპირო ზოლი აქვს.1962-1988 წლებში ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავდა გენერალ ნე ვინის მეთაურობით. ამჟამად, 1992 წლიდან, პოლიტიკური სისტემა სამხედრო მმართველობის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება უფროსი გენერალი თან შვეს მეთაურობით.

სახელწოდების წარმოშობის ისტორია[რედაქტირება]

Myanmar-CIA-map-German.png
1989 წელს სამხედრო ხუნტამ ქვეყნის სახელწყოდება ოფიციალურად შეცვალა ინგლისური ვერსია — ბირმიდან მიანმარზე (ქვეყნის ყველა სხვა ინგლისურენოვან დასახელებასთან ერთად დედაქალაქის ჩათვლით — რანგუნიდან იანგონზე). თუმცა ოფიციალური სახელწოდება ბირმულ ენაზე — მიანმა (မြန်မာ​) — არ შეცვლილა. ამგვარმა ცვლილებებმა პოლიტიკური უთანხმოებები გამოიწვია, ვინაიდან ეს სახელწოდებები ხშირად ადგილობრივ უმცირესობათა ინტერესთა გაუთვალისწინებლად და ლინგვისტურად გაუმართავი იყო[საჭიროებს წყაროს მითითებას].

No comments:

Post a Comment