ხორვატია (ხორ. Hrvatska), ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა (ხორ. Republika Hrvatska) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთევროპაში. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით —სლოვენია, ჩრდილოეთით — უნგრეთი, აღმოსავლეთით — სერბეთი, სამხრეთით — ჩერნოგორია, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოსნია და ჰერცეგოვინა, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ეკვრის ადრიატიკის ზღვა, რომელშიც მდებარეობს ხორვატიის კუთვნილი დალმაციის კუნძულები. ხორვატიის ტერიტორია მოიცავს 56 500 კმ²-ს, მოსახლეობა კი 4.3 მილიონი კაცია.
სექციების სია
[ჩვენება]სახელწოდება[რედაქტირება]
- ოფიციალური: ხორვატიის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Republika Hrvatska [რეპუბლიკა ჰრვატსკა].
- ეტიმოლოგია: ეთნონიმი „ხორვატი“ სავარაუდოდ სარმატული წარმომავლობისა უნდა იყოს.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: სლოვენია, უნგრეთი, სერბეთი,მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ფართობი - 56.500 კვ.კმ.
ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ბორცვიანი ვაკეა, ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი მთიანი (დინარის მთიანეთი), რომლის მაქსიმალური სიმაღლე 1913 მეტრს არ არემატება. ჰიდროგრაფიული ქსელის მთავარი შემადგენელი მდინარეებია: დუნაი (მცირე მონაკვეთი სერბეთის საზღვარზე) და მისი შენაკადები - სავა და დრავა. კლიმატი ჩრდილოეთსა და ცენტრში ზომიერად კონტინენტურია, დინარის მთიანეთში ხანგრძლივი ცივი ზამთრით; ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული. ნალექების რაოდენობა მერყეობს: 600-700 მმ-დან (ცენტრალური რაიონები), 1000 მმ-მდე (სანაპირო რაიონები).
ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ბორცვიანი ვაკეა, ცენტრალური და დასავლეთი ნაწილი მთიანი (დინარის მთიანეთი), რომლის მაქსიმალური სიმაღლე 1913 მეტრს არ არემატება. ჰიდროგრაფიული ქსელის მთავარი შემადგენელი მდინარეებია: დუნაი (მცირე მონაკვეთი სერბეთის საზღვარზე) და მისი შენაკადები - სავა და დრავა. კლიმატი ჩრდილოეთსა და ცენტრში ზომიერად კონტინენტურია, დინარის მთიანეთში ხანგრძლივი ცივი ზამთრით; ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული. ნალექების რაოდენობა მერყეობს: 600-700 მმ-დან (ცენტრალური რაიონები), 1000 მმ-მდე (სანაპირო რაიონები).
სახელმწიფო[რედაქტირება]
- სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სტეპან მესიჩი (Stjepan MESIC, 2000).
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - საბორი (151 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 20 ოლქი (zupanija) და 1 ქალაქი (grad).
დემოგრაფია[რედაქტირება]
- მოსახლეობა - 4.422 ათასი (2003), მათ შორის - ხორვატები 90%, სერბები 4,5%.
- სახელმწიფო ენა : ხორვატული. გავრცელებული ენები : იტალიური, უნგრული, ჩეხური, სლოვაკური, გერმანული.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ზაგრები (685 ათასი).
- ქალაქები - სპლიტი (221), რიეკა (142), დუბროვნიკი (30), ოსიეკი (90), ზადარი (69).
ეკონომიკა[რედაქტირება]
ხორვატია ინდუსტრიალურ-აგრარული ქვეყანაა. იუგოსლავიის შემადგენლობაში ყოფნისას მრეწველობის პროდუქციის მოცულობით მხოლოდ სერბეთს ჩამორჩებოდა, ხოლო სამრეწველო განვითარების დონით სლოვენიას. 1990-იანი წლების დასაწყისში, იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებულმა სამოქალაქო ომებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის, როგორც სამრეწველო პოტენციალს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ძლიერ შეაფერხა ეკონომიკის შემდგომი განვითარება. დღეისათვის მრეწველობის მეტ-ნაკლებად მნისვნელოვანი დარგებია: ნავთობისა და გაზის მოპოვება (რაც მთლიანად ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებებს), ნავთობგადამუშავება და ნავთობქიმია, ქიმიური მრეწველობა, კვების და საფეიქრო მრეწველობა. ისტრიაში და დალმაციაში განვითარებულია მევენახეობა- მეღვინეობა, თევზჭერა და თევზის გადამუშავება. დიდი პერსპექტივა გააჩნია საერთაშორისოტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.
- რესურსები - ნავთობი, მცირე რაოდენობით ქვანახშირი, ბოქსიტები, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, კალციუმი, ბუნებრივი ასფალტი, თიხა, მარილი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი - მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, კარტოფილი, თამბაქო, ლითონის ნაკეთობანი, საფეიქრო ნაწარმი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.640 $.
- ვალუტა - კუნა (HRK);
ისტორია[რედაქტირება]
ხორვატიის ტერიტორიაზე ძველად ჯერ ილირიული, შემდეგ კელტური ტომები ცხოვრობდნენ. ძვ.წ. I ს. დაიპყრო რომმა. ახ.წ. 395 წლიდან ბიზანტიის შემადგენლობაშია. სლავური ტომები ამ მიწებზე VII საუკუნიდან გამოჩნდნენ. IX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა ფრანკების განმგებლობაშია. ამ დროს იწყება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებაც. 925 წელს ხორვატია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება. 1102 წელს უნგრეთ-ხორვატიის უნიის შედეგად, უნგრეთის მეფეების განმგებლობაში მოექცა, მაგრამ იურიდიული დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ქვეყნის მთავარი - ბანი და საკანონმდებლო ორგანო - საბორი. 1867 წლიდან ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაშია. მისი დაშლის შემდეგ, 1918 წლის 1 დეკემბრიდან შედის - სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფოს შემადგენლობაში (1929 წლიდან იუგოსლავიის სამეფო). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური მარიონეტული სახელმწიფოა. 1945 წლიდან იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის წევრია. 1990 წელს ხორვატიამ გამოაცხადა "სუვერენიტეტი" და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სერბეთთან. 1991 წლის 25 ივნისიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
მემკვიდრეობა[რედაქტირება]
- დუბროვნიკი - ისტორიული ქალაქი (XIII — XVII სს.);
- ზაგრები - სასახლე (XVIII ს.);
- რიეკა - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (XIV ს.);
- სპლიტი - ისტორიული ცენტრი დიოკლეტიანეს სასახლით;
- სხვა - პლიტვიცეს ტბათა ეროვნული პარკი, დალმაციის სანაპირო.
No comments:
Post a Comment