Saturday, January 18, 2014

მონაკო

მონაკო (ფრანგPrincipauté de MonacoიტალPrincipato di Monacoოქსი. Principat de Mónegue) — დამოუკიდებელი ჯუჯა-სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში,ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-ცენტრალურ სანაპიროზე. მას სამი მხრიდან ესაზღვრება საფრანგეთი. მონაკოს ცენტრი 16 კილომეტრითაა დაშორებული იტალიის საზღვრიდან. ფართობია 1.98² კილომეტრი, მოსახლეობა შეადგენს 35,986 კაცს (2011 წლის მონაცემებით).

სახელწოდება[რედაქტირება]

მონაკო
ლეგენდის თანახმად ქალაქის დაარსება დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან, რომელიც ესპანეთიდან მობრუნებული, შეჩერდა და დაისვენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ამ ადგილს ეწოდა Portus Herculis Moniechi. უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს "იზოლირებულს".
  • ოფიციალური - მონაკოს სამთავრო.
  • ეროვნული - Principaute de Monaco.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონაკოს გეოგრაფია.
ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაშიხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი 1.9 კვ.კმ-ია. სახმელეთო სასაზღვრო ზოლი 4.4 კმ-ია, ხოლო სანაპირო ზოლი 4.1 კმ. მონაკო ამ მონაცემებით არის რიგით მეორე ყველაზე პატარა დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოში, ვატიკანი შემდეგ. მონაკონიცედან 18 კილომეტრში მდებარეობს. ქვეყნის უმაღლესი წერტილი 163 მეტრზეა ზღვის დონიდან. ქვეყანას არ აქვს ბუნებრივი რესურსები.

სახელმწიფო[რედაქტირება]

სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაური - თავადი ალბერ II გრიმალდი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (24 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 4 კვარტალი (quartier - ფონტვიეი, ლა-კონდამინი, მონაკო, მონტე-კარლო).

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობა - 32 ათასი (2003), მათ შორის 47% ფრანგები, 16% მონაკოელები, 16% იტალიელები. სახელმწიფო ენა - ფრანგული. გავრცელებულია აგრეთვე: ინგლისური,იტალიური, მონეგასკური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - მონაკო (1,4 ათასი). ქალაქები - მონტე-კარლო (15,4), ლა კონდამინი (14,6).

ეკონომიკა[რედაქტირება]

მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი. ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი (მონაკოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ანუ აკრძალული აქვთ კაზინოში თამაშიც).
2007 წლის მონაცემებით, ქვეუნის ბიუჯეტი $976 მილიონია. ერთ სულ მოსახლეზე მოდის $70,670. ეროვნული ვალუტაა ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.

ისტორია[რედაქტირება]

1861 წელს გახდა დამოუკიდებელი საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 1911 წლის კონსტიტუცია შესწორებულ იქნა 1959 და 1962 წლებში.

ღირშესანიშნაობანი[რედაქტირება]

კურორტი და სამორინეები, ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი.

კლიმატი[რედაქტირება]

[დამალვა]წლიური ამინდი — მონაკო
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწელი
საშუალო მაღალი °F (°C)55 (13)55 (13)58 (14)61 (16)67 (19)74 (23)79 (26)80 (27)75 (24)68 (20)61 (16)56 (13)67 (19)
საშუალო დაბალი °F (°C)42 (6)43 (6)46 (8)49 (9)56 (13)62 (17)67 (19)68 (20)63 (17)56 (13)48 (9)43 (6)55 (13)
ნალექი დუიმი (მმ)3.5 (88.9)3 (76.2)2.9 (73.7)2.9 (73.7)2.5 (63.5)1.9 (48.3)1.5 (38.1)0.7 (17.8)1.2 (30.5)2.6 (66)4.4 (111.8)4.6 (116.8)31.7 (805.2)

No comments:

Post a Comment