Thursday, January 16, 2014

პაკისტანი

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა.
  • ურდუ: Jamhuriyat Islami Pakistan;
  • ინგლისური : Islamic Republic of Pakistan.
  • ეტიმოლოგია: ტოპონიმი (Pakistan) აკრონომია და მისი შემადგენელი პროვინციების სახელთა პირველი ასოების (Punjab - პენჯაბი, Afghan frontier - ავღანეთის მოსაზღვრე რაიონი, Kashmir - ქაშმირი, Indus Valley - ინდის ველი) და სიტყვა stan-ის (ნიშნავს „ქვეყანას“) შეერთებითაა მიღებული. ამავე დროს იგი ითარგმნება როგორც „წმინდა ქვეყანა“.
  • ქვეყნის კოდი: PK.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Pk-map.png
ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს ინდის აუზში, გადაჭიმულია არაბეთის ზღვის ნაპირებიდან ჰიმალაისმთიანეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ირანიავღანეთიჩინეთიინდოეთი.
  • ფართობი: 806.500 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღ. მწვერვალები (მ) – ჩოგორი (K2) 8.611, ნანგა პარბატი 8.125, გაშერბრუმი 8.068, ბროუდ-პიკი 8.047; მდინარეები (კმ) – ინდი 2.200 (სულ 3.180), სათლეჯი 1.450, ჩენაბი1.200; ტბა - ტარბელას წყსც. 250 კვ.კმ; კლიმატი - მშრალი, კონტინენტური.
  • ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი აირი, ნავთობი, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, მარილი, კირქვა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული ისლამური რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი (Asif Ali Zardari, 2008).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (100+342 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 6 რეგიონი (province), 1 ტერიტორია და დედაქალაქი (Capital territory).
  • აზად-ქაშმირი: მოსახლ. - 3.649; ფართ. - 11,6; ადმ. ცენტრი - მუზაფარაბადი.
  • ბელუჯისტანი : მოსახლ. - 7.402; ფართ. - 347,2; ადმ. ცენტრი - კვეტა.
  • ფედერ. დედაქალაქი: მოსახლ. - 908; ფართ. - 0,9; ადმ. ცენტრი - ისლამაბადი.
  • მომთაბარეთა მიწები: მოსახლ. - 3.567; ფართ. - 27,2; ადმ. ცენტრი - მირან შაჰი.
  • ჩრდ. მიწები: მოსახლ. - 1.034; ფართ. - 72,5; ადმ. ცენტრი - გილგიტი.
  • ჩრდ. დას. საზღვარი: მოსახლ. - 19.956; ფართ. - 74,5; ადმ. ცენტრი - ფეშავარი.
  • პენჯაბი : მოსახლ. - 82.514; ფართ. - 205,3; ადმ. ცენტრი - ლაჰორი.
  • სინდი : მოსახლ. - 34.093; ფართ. - 140,9; ადმ. ცენტრი - კარაჩი.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 65 მლრდ $ (45-ე ადგილი); სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 26, მრეწველობა 17, სხვა 55; 1 სულზე - 500 $.
  • ექსპორტი: ბამბა, ბამბის ნაწარმი, ბრინჯი, ხალიჩები, თევზი.
  • ბიუჯეტი: 12,600 მლნ $.
  • ვალუტაპაკისტანური რუპია (PKR).

ისტორია[რედაქტირება]

პაკისტანი უპირატესად მუსულმანური ქვეყანაა, რომელიც განლაგებულია მდიდარი წარსულის მიწაზე. ოდესღაც აქ დაფუძნდა ადამიანთა ერთ-ერთი პირველი დასახლება, ხოლო მოგვიანებით ჩაისახა ორი მსოფლიო რელიგია — ინდუიზმი და ბუდიზმი.
  • XX ს.: პაკისტანის სახელმწიფო წარმოიქმნა 1947 წელს, როდესაც რელიგიური ნიშნით ორად გაიყო ბრიტანეთის ინდოეთი. პირველი ომი ინდოეთთან ქაშმირის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩრდილოეთი პროვინცია, რომელიც ძირითადად მუსულმანებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივი რაჯას ნებასურვილით გაყოფისას ინდოეთის შემადგენლობაში მოექცა. 1965 წელს მხარეებმა კვლავ მოსინჯეს თავისი ძალები. 1971 წლამდე იგი ორი ანკლავისაგან შედგებოდა — აღმოსავლეთი პაკისტანი და დასავლეთი პაკისტანი. ინდოეთის ხელშეწყობით დასავლეთი პაკისტანი დამოუკიდებელ ბანგლადეშისრესპუბლიკად გამოცხადდა. 80-იან წლებში პაკისტანის აქტიური მონაწილეობა სსრ კავშირის წინააღმდეგ ავღანეთის ოკუპაციის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარებით იქნა წახალისებული, რაც „ცივი ომის“ დასრულებისთანავე საგრძნობლად შემცირდა. 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. კვლავ დაძაბული ურთიერთობაა ინდოეთთან, ამას ემატება ავღანელ ლტოლვილთა პრობლემა და ეთნო-რელიგიური კონფლიქტები სინდის პროვინციაში.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

მოჰენჯო-დარო[რედაქტირება]
ამ ანტიკური ქალაქის ნანგრევები მდინარე ინდის ნაპირებზეა შემორჩენილი. კარგად დაგეგმარებული ქალაქი დაახლოებით ძვ.წ. 3000 წელს გაშენდა. შენობები გამოუწვავი აგურით არის ნაგები. მოჰენჯო-დარო ძველინდური ცივილიზაციის ქალაქი იყო.

ბადშაჰის მეჩეთი[რედაქტირება]

ლაჰორში მდებარე ეს მეჩეთი უდიდესია ინდოეთის ქვეკონტინენტზე. ის 5000 მოწმუნეს იტევს. მისი შიდა სივრცე და დიდებული აუზი ისლამური არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ჰარაპისა და მოხენჯო-დარის არქეოლოგიური ნანგრევები, ბუდისტური ნანგრევები თახთი ბაჰიში; ფორტი და შალამარის ბაღები ლაჰორში, ტატის ისტორიული მონუმენტები.

No comments:

Post a Comment