Thursday, January 16, 2014

ა.შ.შ

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებსაშშ-ს.შტატებს და ამერიკას) —ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკისცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთითრუსეთსადა აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ1776წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგანესპანეთისგანგაერთიანებული სამეფოსგანმექსიკისგანრუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

სექციების სია

  [ჩვენება

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩისსახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ - ამერიკელებად.
  • ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით - აშშ.
  • ეროვნული სახელწოდება : United States of America, შემოკლებით - USA.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის გეოგრაფია.
სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამიპუერტო-რიკო და სხვა).

მთები და უდაბნოები[რედაქტირება]

ალასკა და აშშ-ის დასავლეთის მესამედი ნაწილი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები რომელიც, ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედეგბა და მათ ზეგნები და აუზები ყოფს. სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მაგალითად, არიზონა, ცხელი უდაბნოა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა, მაგალითად, ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა. დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს. ალაგ-ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული და წყალს სარწყავად იყენებენ და ქალაქების ელექტრომომარაგებისთვისაც.

ფერმერები, მაღაროები და საწარმოები[რედაქტირება]

აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო—სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდისოიაპომიდორიფორთოხალიატამი,ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირსსპილენძსთაბაშირსმარილსფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა დამექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.
ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“„ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნვეყლოფა დაბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის პოლიტიკური მოწყობა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:
მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი
  • შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკი – ნიუ-ჯერსი – პენსილვანია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი
  • ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი
  • სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკი – ტენესი – ალაბამა – მისისიპი
  • სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასი – ლუიზიანა – ოკლაჰომა – ტეხასი
  • მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანა – აიდაჰო – ვაიომინგი – კოლორადო – ნიუ-მექსიკო – არიზონა – იუტა – ნევადა
  • წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი

დამოკიდებული (შემოუერთებელი) ტერიტორიები[რედაქტირება]

აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:
  1. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
  2. ამერიკის სამოა
  3. ბეიკერი
  4. გუამი
  5. კინგმანრიფი
  6. მიდუეი
  7. ნავასა
  8. პალმირა
  9. პუერტო რიკო
  10. უეიკი
  11. ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები
  12. ჯერვისი
  13. ჯონსტონი
  14. ჰოულენდი

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის მოსახლეობა.
  • მოსახლეობა: 296 მლნ (2004). ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 77,1 % თეთრია, 12,9% აფროამერიკელი, 4,2% აზიელი, 1,5% აბორიგენი ინდიელიესკიმოსი და ალეუტი.
  • სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არა აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 215,4 მლნ ადამიანი, ესპანურად - 28,1, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 1,5, გერმანულად - 1,4.
  • რელიგია: პროტესტანტები (52%), კათოლიკები (24%),მართლმადიდებლობა 3%, მუსულმანები (1%),იუდაისტები (1%).

ქალაქები[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის ქალაქები.
აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია
ქალაქიშტატიმოსახლეობა.Metro area rankმეტროპოლიის მოსახლეობარეგიონი
New York City
ნიუ-იორკი
Los Angeles
ლოს-ანჯელესი
1ნიუ-იორკინიუ-იორკი8,175,133118,897,109ჩრდილო-აღმოსავლეთი
2ლოს-ანჯელესიკალიფორნია3,792,621215,250,000დასავლეთი
3ჩიკაგოილინოისი2,695,59839,461,105ცენტრალური
4ჰიუსტონიტეხასი2,099,45166,108,060სამხრეთი
5ფილადელფიაპენსილვანია1,526,00656,385,461ჩრდილო-დასავლეთი
6ფინიქსიარიზონა1,445,632134,192,887დასავლეთი
7სან-ანტონიოტეხასი1,327,407292,142,508სამხრეთი
8სან-დიეგოკალიფორნია1,307,402173,095,313დასავლეთი
9დალასიტეხასი1,197,81646,477,315სამხრეთი
10სან-ხოსეკალიფორნია945,942301,975,342დასავლეთი
2010 წლის მონაცემები

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის ეკონომიკა.
აშშ - უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით - ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.
  • ვალუტააშშ დოლარი (USD).
  • ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
  • ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 1,782,000 მლნ $ (2010). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 47.284 $-ს.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის ისტორია.
აშშ-ის შტატები ქრონოლოგიურად.
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველიკონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-19751969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აშშ-ის კულტურა.
აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონიელექტრობატელევიზიაკომპიუტერი,ინტერნეტიატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინოჯაზიბლიუზიროკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

No comments:

Post a Comment