Sunday, January 19, 2014

სომხეთი

სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. დედაქალაქი - ერევანი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
  • ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სომხეთის რესპუბლიკა
  1. არაგაწოტნი (სომხ. Արագածոտնի մարզ) — ქ. აშტარაკი.
  2. არარატი (სომხ. Արարատի մարզ) — ქ. არტაშატი.
  3. არმავირი (სომხ. Արմավիրի մարզ) — ქ. არმავირი.
  4. გეღარქუნიქი (სომხ. Գեղարքունիքի մարզ) — ქ. გავარი.
  5. კოტაიქი (სომხ. Կոտայքի մարզ) — ქ. რაზდანი.
  6. ლორე (სომხ. Լոռու մարզ) — ქ. ვანაძორი.
  7. შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) — ქ. გიუმრი.
  8. სიუნიქი (სომხ. Սյունիքի մարզ) — ქ. კაპანი.
  9. ტავუში (სომხ. Տավուշի մարզ) — ქ. იჯევანი.
  10. ვაიოცძორი (სომხ. Վայոց Ձորի մարզ) — ქ. ეღეგნაძორი.
  11. ერევანი (სომხ. Երևան) — ქ. ერევანი.
სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).
გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:
  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  • ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
  • სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
  • შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).
სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.
სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.
ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსირაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : სომხეთის ისტორია.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.
ერევანი
ოლქიმოსახლეობა
(ათასი)
ფართობი
(ათასი)
ადმ. ცენტრი
ერევანი1,267,576210ერევანი
არაგაცოტნი173,6672,755აშტარაკი
არარატი320,9412,003არტაშატი
არმავირი340,3431,241არმავირი
გეღარკუნიკი297,6553,655გავარი
ვაიოც-ძორი70,0042,406ეღეგნაძორი
კოტაიკი335,9342,100რაზდანი
ლორი402,1913,791ვანაძორი
სიუნიკი167,9624,505ღაფანი
ტავუში165,5783,120იჯევანი
შირაკი370,7802,679კუმაირი

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.

კულტურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : სომხეთის ტურიზმი.
  • არქიტექტურაეჩმიაძინი — რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნი — ციხე-სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეღარდის მონასტერი; დვინის და ზვართნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).
  • ლიტერატურა: სომხური ეპოსი — დავით სასუნცი (IX-X ს.), გლაძორის უნივერსიტეტი.

No comments:

Post a Comment