სახელწოდება. ოფიციალური - სან-მარინოს რესპუბლიკა. ეროვნული - Repubblica di San Marino. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.
გეოგრაფია. ქვეყანა მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ფართობი - 61 კვ.კმ.
სახელმწიფო. სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. დღესასწაული - 3 სექტემბერი, რესპუბლიკის დაარსების დღე (301 წ.). სახელმწიფოს მეთაური - 2 კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 9 კომუნა (castello).
დემოგრაფია. მოსახლეობა - 28 ათასი (2003), მათ შორის 91% სანმარინოელები, 9% იტალიელები. სახელმწიფო ენა - იტალიური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - სან-მარინო (4,3 ათასი), სერავალე (8,7), ბორგო-მაჯიორე (6,2).
ეკონომიკა. ბუნებრივი რესურსები - სამშენებლო ქვა. შემისავლის წყარო - ტურიზმი. ვალუტა - ევრო (EUR).
No comments:
Post a Comment