Saturday, January 18, 2014

რონა

რონა (ფრანგRhôneლათ. Rhodanus) — მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებშირონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენისონაარდეში; მარცხენა - იზერიდიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.

No comments:

Post a Comment