Friday, January 17, 2014

ტონგა

ტონგა (Tonga), ოფიციალური სახელწოდება ტონგის სამეფო (ტონგ. Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შედგება დაახ. 160 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა დაჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. კუნძულები 1616 წელს აღმოაჩინეს მოგზაურებმა ვილემ სჰაუტენმა და იაკობ ლემერმა.
ეს კუნძულები ასევე ცნობილია როგორც "მეგობრული კუნძულები", კაპიტანი კუკისთვის გამართული მეგობრული მიღებისთვის. მისი ჩასვლა დამეთხვა 'ინასის ფესტივალს - პირველი ხილის ტუ'ი ტუნგასთვის მიძღვნის ყოველწლიურ ცერემონიას და კუკიც დღესასწაულზე იქნა მიწვეული. მწერალი უილიამ მარინერის თანახმად, სინამდვილეში ტონგას ბელადებს შეკრებისას კუკის მოკვლა ჰქონდათ განზრახული, თუმცა გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.
ტონგა დღეისთვის ერთადერთი სამეფოა წყნარი ოკეანის კუნძულ-ქვეყნებს შორის.
ტონგას რუკა
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

No comments:

Post a Comment