Thursday, January 16, 2014

ჰონდურასი

ჰონდურასის რესპუბლიკა (ესპ. República de Honduras) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. დედაქალაქი — ტეგუსიგალპა (1880 წლამდე — კომაიაგუა). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ-დასავლეთით — სალვადორი და დასავლეთით — გვატემალა.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ჰონდურასის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: República de Honduras.
  • ეტიმოლოგია: სახელი მოდის fondura-დან, რაც ასტურიულ ენაზე ნიშნავს ღუზის სადგომს, ასე ეძახდნენ XVI საუკუნეში ტრუხილიოს ყურეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ჰონდურასის გეოგრაფია.
Honduras-CIA WFB Map KA.png
სახელმწიფო მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში და უკავია ცენტრალური ამერიკის ყელის ჩრდილოეთ ნაწილი.. დასავლეთიდან ესაზღრება გვატემალა, სამხრეთ-დასავლეთით ელ-სალვადორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიკარაგუა, სამხრეთით წყნარი ოკეანე, უფრო კონკრეტულად კარიბის ზღვა და მისი ნაწილები - ფონსეკასა და ჰონდურასის ყურეები. ქვეყნის ფართობია 112,492 კვ.კმ. მოსახლეობა შეადგენს 8 მილიონს (2009). დედაქალაქი - ტეგუსიგალპა. ქვეყნის შემადგენლობაშია ასევე მრავალი კუნძული კარიბის ზღვაში და ფონსეკის ყურე. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანია (ყველაზე მაღალი წერტილი 2865 მ).
კარიბის ზღვის სანაპიროსთან არის დაბლობები და მოსკიტების სანაპირო ზოლი. ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობსბანანის პლანტაციები. წყნარი ოკეანის სანაპიროსთანაც დაბლობებია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი მდებარეობს ლა-მოსკიტიას ჯუნგლები.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი პორფირიო ლობო
  • საკანონმდებლო ორგანო : ეროვნული კონგრესი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა : ჰონდურასი დაყოფილია 18 დეპარტამენტად.

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობის ზრდის დინამიკა — 1,534 მლნ (1950) [1]; 7,4 მლნ (2007) [2]; 8,0 მლნ (2010 წლის ივლისი).
სიცოცხლის საშუალო მაშვენებელი — 69 წელი კაცებში, 72 წელი ქალებში.
ურბანიზაციის მაჩვენებელი — 48%.
მოსახლეობა:
სახელმწიფო ენა — ესპანური, თუმცა ასევე ლაპარაკობენ ინდიელთა ენებზეც.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

ჰონდურასის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე მაიას ტომები სახლობდნენ. აქ ყვაოდა მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი კოპანი (ჩვ.წ.150-900წ.წ.). 1822 წელს, ესპანეთის მიერ დამოუკიდებლობის გარანტიის მიცემის შემდეგ, ჰონდურასი შევიდა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც 1838 წელს დაიშალა და მის ადგილას წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

No comments:

Post a Comment