სუდანი (არაბ. مهورية السودان) — სახელმწიფო ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში, ფართობის მხრივ მესამე უდიდესი სახელმწიფო არაბულ სამყაროში, ალჟირისა დასაუდის არაბეთის შემდეგ და მეთხუთმეტე მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე, ჩრდილო-დასავლეთიდან ლიბია, დასავლეთიდან ჩადი, სამხრეთ-დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთიდან სამხრეთი სუდანი, აღმოსავლეთიდან ეთიოპია და ერიტრეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე. დედაქალაქია ხართუმი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 2011 წლის 9 ივლისს სუდანს ოფიციალურად გამოეყო სამი სამხრეთი რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც რეფერენდუმის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთი სუდანი ჩამოყალიბდა
No comments:
Post a Comment