Wednesday, January 15, 2014

დანია

დანია (დან. Danmark), ოფიციალურად დანიის სამეფო (დან. Kongeriget Danmark) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიგააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდიაფიუნილოლანიფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.
დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომლის მთავრობის ადგილსამყოფელია ქვეყნის დედაქალაქი კოპენჰაგენი. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა საკუთარი შიდა საკითხების მოგვარების უფლება ცენტრალური მთავრობის მიერ დელეგირებულია გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობისადმი. ამგვარ წყობილებას დანიაში უწოდებენ rigsfælleskabet (რაც ქართულად ითარგმნება როგორც დანიის სამეფო. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის მოსახლეობა - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით.[5][6]
დანიის ისტორია მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი ადგილმდებარეობით ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებს შორის, რაც გულისხმობდა გერმანიისა და შვედეთის მიერ ბალტიის ზღვის გაკონტროლებების მცდელობების ეპიცენტრში ყოფნას, რადგანაც კილის არხის გათხრამდე ბალტიის ზღვაში მხოლოდ სამი მომცრო არხის — დანიის კარიბჭეების მეშვეობით შეიძლებოდა გადასვლა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანია ედავებოდა შვედეთსა და ნორვეგიას სკანიისტერიტორიას, ხოლო ჰანზის კავშირს — შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოებს. საბოლოოდ დანიამ წააგო ორივე კონფლიქტი, რის შედეგადაც სკანია დარჩა შვედეთს, ხოლო შლეზვიგ-ჰოლშტაინი გერმანიის იმპერიას. რაც შეეხება დომინიონებს, დანიამ მიიერთა გრენლანდია და ფარერის კუნძულები 1814 წელს, დანია-ნორვეგიის ერთიანი სამეფოს მოშლის შემდეგ, თუმცა დანიის მონარქი (რომელიც ასევე გაერთიანებული სახელმწიფოს მონარქიც იყო) ფლობდა კოლონიებს XIV საუკუნიდან. როგორც ფარერის კუნძულები, ასევე გრენლანდია გახდნენ დანიის სახელმწიფოს ნაწილი XX საუკუნეში, თუმცა მიიღეს შიდა საკითხების გადაწყვეტის უფლება 1948 და 1979 წლებში.
1973 წელს დანია ევროპის კავშირის წევრი გახდა, თუმცა დღემდე ევროზონის გარეთ რჩება, ამავდროულად გრენლანდიამ და ფარერის კუნძულებმა უარი თქვეს ევროპის კავშირში შესვლაზეც. სამეფო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისნატოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისდამფუძნებელი, ასევე ეუთოს წევრი. შერეული ეკონომიკსა და სოციალური სახელმწიფოს პირობებში დანიას ახასიათებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური უთანასწორობა და VII ადგილი მშპ-ს მიხედვით. საკმაოდ ხშირად დანიას მიიჩნევენ ყველაზე ბედნიერ[7][8] და ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად მსოფლიოში. 2011 წელს დანიას ეკავა XVI ადგილი ადამიანური განვითარების ინდექსში, III ადგილი დემოკრატიის ინდექსში და II ადგილი კორუფციის აღმოფხვრის ინდექსშიდანიური ენა საკმაოდ ახლოა შვედურსა და ნორვეგიულ ენებთან, რომლებთანაც ასევე მჭიდრო ისტორიული ფესვები აკავშირებს. დანია, შვედეთსა და ნორვეგიასთან ერთად ცნობილია როგორც „სკანდინავიის“ რეგიონის ნაწილი და ჩრდილოეთის საბჭოს წევრი.

სექციების სია

  [ჩვენება

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - დანიის სამეფო; დანიურად - Kongeriget Danmark.
  • ეტიმოლოგია - წარმოსდგება სიტყვებისაგან dhen - „დაბალი“ ან „ბრტყელი“ და გერმანული mark - „სანაპირო რაიონი“. სხვაგვარად dan სატომო სახელია და შესაბამისად Danmark - „დანების ტომის სასაზღვრო ველი“.
  • ქვეყნის კოდი - DK.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, უკავია იუტლანდიის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები. სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან.
  • ფართობი - 43.069 კვ.კმ.
  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - იდინგ-სკოვი 173 მ; უდ. მდინარე (კმ) - გუდენა 158; მთ. ტბები - ნისუმ-ფიორდი, არესი; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - ზელანდია 7.450, ფიუნი 3.485, ლოლანი 1.244, ბორნჰოლმი 588; კლიმატი - ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ნავთობი, ბუნებრივი აირი, თევზი, მარილი, კირქვა, ქვა, ხრეში და სილა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური - დანიის მეფეები შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიიდან არიან. მე-20 საუკუნეში მეფობდნენ: კრისტიან IX(1863-1906), ფრედერიკ VIII (1906-1912), კრისტიან X (1912-1947), ფრედერიკ IX (1947-1972), დედოფალი მარგრეტე II (MARGRETHE II) 1972-დან.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ჰელე თორნინგ შმიდტი (2011წლის 3 ოქტომბრიდან)
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ფოლკეტინგი (179 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 5 რეგიონი (regioner), 98 კომუნა (komunne), 2 ქალაქი (amtskomunes - კოპენჰაგენი და ფრიდერიკსბერგი) და 2 ავტონომიური ტერიტორია (ფარერებიგრენლანდია).
  • დანიის ყოფილი სამფლობელოებიისლანდია (930-1944 წლებში), დანიის ანტილები (1672-1733), დასავლეთ ბენგალიაში - ტრანკებარი და სერამპური (1618-1845), ნიკობარის კუნძულები (1756-1789), განაში - კრისტიანბორგი, ფრიდენბორგი და სხვა ტერიტორიები (1699-1850).

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : დანიის დემოგრაფია.

ეკონომიკა[რედაქტირება]

დანია ღორის ხორცის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში და ამ პროდუქტის უმსხვილესი ექსპორტიორიევროკავშირში.[9]
დანიას გააჩნია თანამედროვე, მოწინავე და განვითარებული შერეული საბაზრო ეკონომიკა, რომელიც რეიტინგში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეოზემე-16 ადგილზეა და მე-5 ადგილზე ერთობლივი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეზე1797 წელს იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციამ დაასრულამერკანტილიზმიXIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ლიბერალიზაციამ კი ჩამოაყალიბა დანიის ლიბერალური ტრადიცია საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც მხოლოდ 1930-იან წლებში დაიმსხვრა.[10][11] ძლიერ დაცულია საკუთრების უფლება. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით, დანიის ეკონომიკა შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი.[12][13] ეკონომიკა ძლიერ ეფუძნება საერთაშორისო ვაჭრობას და დანია ცნობილია თავისუფალი ვაჭრობის დამცველადევროკავშირში. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების, IMD-ისა და გამოცემა „ეკონომისტის“ თანახმად, დანიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.[14]
მსოფლიო ბანკის თანახმად, დანიას ევროკავშირში ყველაზე თავისუფალი შრომითი ბაზარი აქვს. დამსაქმებელს მუშის ქირაობა და დათხოვნა შეუძლია მაშინ, როცა მოესურვება; სამსახურებს შორის, უმუშევრობის კომპენსაცია საკმაოდ მაღალია. მსოფლიო ბანკი დანიას ევროკავშირში ბიზნესის ყველაზე ადვილად კეთების ადგილად მიიჩნევს. ბიზნესის წამოწყება შესაძლებელია რამდენიმე საათში, ძალიან დაბალ ფასად.[15] დანიას კომპანიების დაბეგვრის საკმაოდ კუნკურენტუნარიანი მაჩვენებელი, 25% აქვს.[16] საგადასახადო სისტემა მტკიცედ ეფუძნება 25%-იან დამატებითი ღირებულების გადასახადს, ასევე საშემოსავლო და სხვა გადასახადებს. 2011 წელს გადასახადების ზღვრული მაჩვენებელი 46% იყო.[17]
დანიის მოქალაქეთაგან 2,9 მლნ ადამიანი ეკონომიკურად აქტიურია. დანიას მსოფლიოში მესამეული განათლების მქონეთა მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია.[18] 2009 წელს, მშპ საათში მუშაობისათვის მე-13 ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დანიაში ყველაზე დაბალია ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი,[19] IMF-ის თანახმად კი ყველაზე მაღალია სახელფასო მინიმუმი.[20] 2010 წლისთვის, უმუშევრობის მაჩვენებელი 7,4% იყო, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (9,6%) დაბალია.[21]
  • წამყვანი დარგები - ლითონგადამუშავება, გემთმშენებლობა, ელექტროტექნიკური, ქიმიური, კვების მრეწველობა.
  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 27, მომსახურება - 69;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 34.890 $.
  • ექსპორტი - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ელექტრომოწყობილობები.
  • უდიდესი კომპანიები – კარლსბერგი, ეგმონტი, ლეგო, ნოვო, ტუბორგი.
  • ბიუჯეტი - 52,900 მლნ $.
  • ვალუტა - დანიური კრონა.

ისტორია[რედაქტირება]

Den Grundlovsgivende Rigsforsamling(დანიის კონსტიტუციის მამები, 1860–1864, ავტ. კონსტანტინ ხანსენი)
დანიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX-X საუკუნეებში. 1849 წლიდან გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად1940 წელს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წელს აღიარაისლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 1948 წელს - ფარერის კუნძულების თვითმმართველობა. 1949 წლიდან ნატოს წევრია, ხოლო 1973 წლიდან - ევროკავშირისმარგრეტე IIგახდა პირველი დედოფალი 600 წლის შემდეგ (1972). 1992 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმზე უარყოფილ იქნა მაასტრიხტის ხელშეკრულება. მთავრობა იძულებული გახდა გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რის შემდეგაც განმეორებით რეფერენდუმზე იგი მიიღეს.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : დანიის ტურიზმი.

კულტურა[რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება]

Carl Nielsen
Wind Quintet, Op. 43
1st movement
0:00
კოპენჰაგენსა და რამდენიმე ახლომდებარე კუნძულს აქვთ ხალხური მუსიკის მდიდარი ტრადიციებიდანიური სამეფო ორკესტრი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ძველი ორკესტრი. ყველაზე ცნობილი კლასიკური დანიელი კომპოზიტორია კარლ ნილსენი, განსაკუთრებით ცნობილი ექვსი სიმფონიით და ბუკების კვინტეტით. სამეფო დანიური საბალეტო დასი ქორეოგრაფ აუგუსტ ბურნონვილისნამუშევრებზეა კონცენტრირებული. დანიელები ცნობილები არიან ჯაზისადმი ინტერესით. მსოფლიოში განთქმულია კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი.
როკ და ბით მუსიკის ადრეულ წლებში ჯაზის პოპულარობამ იკლო. თანამედროვე პოპ და როკ სცენა ცნობილია შემდეგი დანიელი მუსიკოსებით და ჯგუფებით: AquaD-A-DThe Raveonettes,Michael Learns to RockAlphabeatმედინაOh LandKashmir და Mewლარს ულრიხი, ჯგუფ „მეტალიკისესკიზი-მუსიკა“ წევრი, არის რიგით პირველი დანიელი მუსიკოსი, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრად იქცა.

ცნობილი დანიელები[რედაქტირება]

No comments:

Post a Comment